სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია » Uncategorized

სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიიდან
თბილისის სასულიერო აკადემიასა და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის  აკადემიას შორის მიმდინარე წლის 1 ივნისს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ამ მემორანდუმის ფარგლებში 29 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდნენ თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები. ეს იყო ორი სასწავლებლის თანამშრომელთა პირველი სამუშაო შეხვედრა, რასაც, ძირითადად, გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ. თავდაცვის აკადემიას ექვსი სტუმარი წარმოადგენდა, ესენი გახლდნენ:  ვიცე-პოლკოვნიკი ზურა მჭედლშვილი – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი;. მაიორი გიორგი სხირტლაძე – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი ოფიცერი; მაიორი გიორგი ვანიშვილი – ეროვნლი თავდაცვის აკადემიის სასწავლო სამსახურის უფროსი ოფიცერი; უფროსი ლეიტენანტი გიორგი გურეშიძე – ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა მე-3 კურსის უფროსის მოადგილე; კაპელანი, მღვდელი დავით ლონდარიძე – სამხედრო აკადემიის მოძღვარი;  კაპელანი, მღვდელი თადეოზ ქებაძე.

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში თავდაცვის კადემიასთან თანამშრომლობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი. 29 ივნისის შეხვედრას ამ ჯგუფის წევრთაგან ესწრებოდნენ: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე – პრორექტორი სასწავლო დარგში; დეკანოზი შალვა კეკელია – სასულიერო აკადემიის მოძღვარი; არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია – სასულიერო აკადემიის მოძღვარი; ლეილა გეგუჩაძე – სასულიერო აკადემიის სწავლული მდივანი; რუსუდან ვაშალომიძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; მანგია არაბული – რეესტრის წარმოების განყოფილების სპეციალისტი; ნინო შეყილაძე – იურიდიული სამსახურის უფროსი; ლალი ხუჭუა – რექტორის თანაშემწე საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებთან ურთიერთობის საკითხებში.

შემდგომი სამუშაო შეხვედრა უახლოეს მომავალში იგეგმება.

პროფესორი მაია რაფავა – გელათის საღვთისმეტყველო სკოლა და სომეხი მთარგმნელები
ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაში მე11-12 სს-ები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს – ამ პერიოდში სომეხი მოღვაწეები დაინტერესებას იჩენენ გელათის საღვთისმეტყველო სკოლაში შექმნილი ლიტერატურული პროდუქციისადმი. ვინ იყვნენ ეს სომეხი მთარგმნელები? ისინი იყვნენ საქართველოს სამხრეთით, ლორე-ტაშირის კუთხეში მცხოვრები მართლმადიდებელი სომხები. კერძოდ, დღეს ჩვენ საუბარი გვაქვს სიმეონ მყინძაჰავეცზე, ის ივანე მხარგრძელის მიერ დიოფიზიტურად გარედაქმნილ მონასტერში მოღვაწეობდა. მას უთარგმნია არსენ იყალთოელის ცნობილი “დოგმატიკონიდან” რამოდენიმე თხზულება. ესენია: იოანე დამასკელის შრომები “წყარო ცოდნისა,” ანტიიაკობიტური თხზულება, ანტინესტორიანული თხზულება, “ქრისტეს შორის ორთა ნებათათვის და მოქმედებათა,” ევტიხტი ნიკიელის “განყოფისათვის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებისა.” ესენი გახლავთ წმინდად მართლმადიდებლური ხასიათის, ქალკედონური მრწამსის მატარებელი შრომები.

ამავე სიმეონს უთარგმნია იოანე სინელის კლემაქსი ანუ “სათნოებათა კიბე.”ამ სომხურ თარგმანს ახლავს ანდერძი, რომლის თანახმადაც თხზულების პირველი 20 თავი უთარგმნია სიმეონ ხუცესს, ხოლო დანარჩენი – მინას მესვეტეს. მინას მესვეტე ტრაპიზონის სამეფოში მოღვაწეობდა. ძალზე საინტერესოა, თუ როგორ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული ეს ორი ტერიტორიულად ასე დაშორებით მოღვაწე პიროვნება, და ორივე ერთად კი – გელათს. მაგრამ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი ამ თარგმანებს შორის არის პროკლე დიადოხოსის “კავშირნი ღვთისმეტყველებითნი” და ამ თხზულების იოანე პეტრიწისეული განმარტებები. ამ ძეგლის განუზომელი მნიშვნელობა ქრისტიანული ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველებისათვის ყველასათვის ცნობილია. სომხური თარგმანიც არაერთხელ აცხადებს ამ ძეგლს, როგორც ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისს. თარგმანს ახლავს ანდერძი, რომ ის ითარგმნა 1248 წ-ს ქართული ენიდან. (ვხედავთ, რომ მთარგმნელი თითქმისა პეტრიწის თანამედროვეა). თუმცა თანამედროვე სომეხი მკვლევარები ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ.

ქართულისა და სომხურის ტექსტობრივმა შედარებამ ნათლად გამოავლინა ქართული დედანის არსებობის უეჭველობა. ამასთან, სომხურ თარგმანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ტექსტის საბოლოოდ დასადგენად. სომხური იმდენად სიტყვა-სიტყვით მიჰყვება ქართულ დედანს, რომ შესაძლებლობა გვეძლევა, სომხური ტექსტის მიხედვით აღვადგინოთ ქართულში არსებული ლაკუნები და გავასწორით გადამწერთა შეცდომები.

სომხური თარგმანი ახალ პერსპექტივებს სახავს გელათის სალიტერატურო სკოლის თარგმანების ახალი კუთხით დანახვისა და შესწავლისათვის.

პროფესორი ხვთისო ზარიძე – “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება” – რას და როგორ ასახავს იგი.
როგორც ცნობილია, “იოანესა და ექვთიმეს ცხოვრება” გიორგი მთაწმინდელმა დაწერა იმისათვის, რათა დაემტკიცებინა, რომ ათონის ივერთა მონასტერი ქართულია. რასაკვირველია, ეს ასეცაა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ გვაინტერესებს თხზულების დასასრული, ე.წ. მოსახსენებელი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბოლო თავები არის დანართი. ტექსტის შესწავლისას თავდაპირველად ივანე ჯავახიშვილმა გამოჰყო 24-ე და 25-ე თავები, იგი აღნიშნავს, რომ გიორგი მთაწმინდელის მუშაობის მიმართულება გარდაქმნა იმ ვითარებამ, რაც მას ათონზე დახვდაო. იმავე მოსაზრებას იზიარებს კ. კეკელიძე.

ტექსტის პირველსავე თავში ნათლადაა ნაჩვენები, თუ რას წარმოადგენდა ქართული კულტურისათვის ეს ტაძარი, რა კეთდებოდა აქ. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვლებიან თორნიკე, იოანე, ექვთიმე და მონასტერში ვითარება შეიცვლება, როგორც გიორგი მთაწმინდელი აღნიშნავს, “სიგრილე და სულმოკლეობა” დაისადგურებს აქ. ასე რომ ეს ძეგლი დაცემის ფონზეა დაწერილი. ვგებულობთ, როგორ მიიცვალა ექვთიმე და როგორ დაანგრიეს მონასტერი მესამე თაობის ქართველებმა. პირველი, რაც ვარაზ-ვაჩემ გააკეთა, იყო ის, რომ მან ექვთიმეს მიერ შემოღებული წესდება უარყო, შეიძულა ქართველები და შეამცირა ისინი. როგორც ჩანს, მას სჭირდებოდა ბერძნულ სამყაროსთან დაახლოება, ის მიღებული იყო სასახლის წარჩინებულთა შორის. ბერძნებმა სამჯერ ზედიზედ გაძარცვეს ქართული მონასტრები. მოსახსენებლის ავტორი დეტალურად აღარ მოგვითხრობა ამ ამბებს.

1034 წ-ს ტახტზე ავიდა მიხეილ IV პაფლაგონელი, მან სხვაგვარი ურთიერთობა დაამყარა ქართველებთან, ისმენდა მათ სიტყვასა და საჩივრებს. ათონის ივერთა მონასტერს ოქრო-ბეჭდებით შემზადებული დოკუმენტები გააჩნდა. იმპერატორმა დაუდასტურა ქართველებს, რომ მონასტერი მათი იყო და დაუბრუნა ბერძნებისაგან მიტაცებული ყველა მონასტერი და 8 000 ჰა მიწა. ამასთან, ბერძნებს დაავალა, ქართველებისთვის აენაზღაურებინათ ის თანხაც, რასაც წართმეული მამულები მოუტანდა მათ ჩამორთმევის პერიოდში. მაგრამ 1041 წ-ს გარდაიცვალა მიხეილ პაფლაგონელი და მისი ადგილი დაიკავა მიხეილ V-მ. მას ბერძნებმა მაშინვე მოსთხოვეს მისი წინამორბედის გადაწყვეტილებათა გაუქმება. თუ აქამდე ქართველები ჩიოდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და ბერძნებმა დაიწყეს ჩივილი. განსხვავება ის იყო, რომ ბერძნებს არ გააჩნდათ საბუთები. და ამ მოსახსენებელში სწორედ იმაზეა პასუხი გაცემული, რაც საბუთად მოჰყავდათ ბერძნებს, კარძოდ, ქართველებს აბრალებდნენ მწვალებლობას.

ეს თხრობა გახლავთ ტექსტის დრამატული დასასრული, ეს მოსახსენებელი არ არის დანართი. როგორც ვიცით, ათონის ივერთა მონასტრისათვის ასაშენებელი თანხები თორნიკე ერისთავის ხელმძღვანელობით ქართველთა მიერ აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხების ჯილდოდ იქნა მოპოვებული. ეს იყო დიდძალი თანხა, თორნიკემ უხვი ძღვენი მიართვა მეფეებს, კარიასს – ათონის მთის მონასტერთა საბჭოს – და ყოველივე ამის შემდეგ კიდევ 12 კენდინარი დარჩენილა, რაც მონასტერში დარჩა. ეს მეტად დიდი ციფრია, ერთი კენდინარი 100 ლიტრს უდროდა, მაშასადამე, მონასტერს 1 200 ლიტრი ოქრო ერგო. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ აძლევდა მოსვენებას ბერძნებს და ახლა ისევე შეუდგნენ ქართველთა დარბევას, როგორც ადრე სკლიაროსის მომხრეები დაარბიეს ქართველებმა დედოფლის დავალებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ. რომ ეს ძეგლი ორგანიზებულად არის შეკრული, თითოეულ დეტალს თავისი ორგანული ფუნქცია გააჩნია მთელ ტექსტში.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – გლობალიზაცია და ეროვნული იდენტობის პრობლემები საქართველოს ისტორიის მაგალითზე
ფეოდალური საქართველოს ისტორია სამ ძირითად ავტორს შეიძლება ჩავაბაროთ, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი მსოფლმხედველობით და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქართველთა ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ესენია დავითის ისტორიკოსი, ჟამთააღმწერელი და ვახუშტი ბაგრატიონი.

მე-19 ს-ში სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, და შესაბამისად საქართველოს ისტორიას ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში აღარ ჰქონდა ფუნქცია – საქართველოს ისტორია განდევნილ იქნა სკოლიდან. მე-18 ს-დან საქართველოს ისტორია, ფაქატიურად, ეკლესია-მონასტრების აღწერითღა შემოიფარგლებოდა. ამის მაგალითად პლატონ იოსელიანს დავასახელებთ.

მე-19 ს-ში “თერგდალეულებმა” ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ადვოკატურ-გამოსარჩლებითი პრინციპი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მტერი ცდილობდა ჩვენი ეროვნული მეობის გაქრობას.

გასული საუკუინის ოციანი წლებიდან, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე ივანე ჯავახიშვილმა დასახა გეგმა საქართველოს ისტორიის შესწავლისა, დაიწყო ქართველი ერის ისტორიის სერიოზული კვლევა. მაგრამ ოკუპაციის შემდგომ საქართველოს ისტორია განიდევნა სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლიდან. მას ჩაენაცვლა კლასთა ბრძოლის ისტორია, რომლის ავტორები იყვნენ წითელი პროფესურის წარმომადგენლები. საქართველოს ისტორია გახდა იდეოლოგიზირებული და ასეთი ვითარება გაგრძელდა ლამის 70-იან წლებამდე. მართალია, სტალინმა აღადგინა საქართველოს, სომხეთის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი სხვა რესპუბლიკების ისტორიათა შესწავლა. მაგრამ ეს ისტორია ჟდანოვისა და კიროვის იდეოლოგიის მატარებელი იყო და ასახავდა სტალინის შეხედულებას – როგორ უნდა დაწერილიყო ისტორია.

ამასობაში დაიშალა საბჭოთა კავშირი. 90-იან წლებში 60 მილიონი გამოიყო საქართველოს განათლების სისტემის პასპორტიზაციისათვის. Eშევარდნაძის პერიოდში, კარტოზიას მინისტრობის დროს იყო პირველი მცდელობები, საქართველოს ისტორია ამოეღოთ სასწავლო პროგრამიდან – ყოველივე ის, რითაც შეიძლება ჩვენ ვამაყობდეთ და განსაკუთრებულად წარმოვაჩენდეთ. ეს სამუშაო 2004-დან 20012 წლამდე დასრულდა. დღეს არსებული სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ახალგაზრდობა პატრიოტული სულისკვეთებით გაზარდოს, და ჰარმონიულად წარმოაჩინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალები. ნამდვილი ისტორია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის არ უნდა იწერებოდეს.

აკადემიკოსი ავთანდილ არაბული – ხანმეტობის კულტუროლოგიური ღირებულებისათვის
მე-20 ს-ის პირველი მეოთხედი დრამატული ისტორიული მოვლენებით აღმოჩნდა დატვირთული; მათ შორის იყო მეტად მნიშვნელოვანი ძვრები ქართული კულტურისა და განათლების განვითარების თვალსაზისით; სახელდობრ, ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება და არაერთი სამეცნიერო სკოლის საფუძვლის ჩაყრა.… აღნიშნული პერიოდის კულტურულ და სამეცნიერო მოვლენებს შორის თავისი სენსაციურობით გამოირჩევა ხანმეტი პალიმფსესტების აღმოჩენა.

სრულიად ბუნებრივია, რომ ეს აღმოჩენა იმთავითვე არქმული იქნა როგორც დიდმნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული მოვლენა. სწორედ ამის გამოხატულებად უნდა მივიღოთ ორი ძირითადი თვალსაზრისის დაპირისპირება: ქართული სამწიგნობრო ენის განვითარების ისტორიულ თანმიმდევრობას ასახავდა ხანმეტობისა და ჰაემეტობის გამოვლენა (ივ. ჯავახიშვილი) თუ ეს ორი დიალექტური არეალის გამოვლენის შედეგი უნდა ყოფილიყო (ა.შანიძე). ეს გულისხმობდა ქართული ქრისტიანობის უადრესი პერიოდის არსებით გააზრებას. მაგრამ შემდგომ, რადგან ამ მიმართულებით გადამწყვეტი წარმატება არ ყოფილა, ამ თემამ, თავისთავად მნიშვნელოვან, მაგრამ წმინდად ენათმეცნიერულ პრობლემატიკაში გადაინაცვლა.

პრობლემის გასააზრებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ ორი მომენტი:

არც [ხ] და არც [ჰ] ბგერა ისეთი ფონოლოგიური ბუნებისა არ არის, რომ ისინი ცოცხალ ენაში ბუნებრივ ფონეტიკურ (მორფოლოგიურ) პროცესებს არ ექვემდებარებოდნენ; ამიტომ ჯერ ხანმეტობის, შემდეგ კი ჰაემეტობის მწყობრი სისტემა არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ცოცხალი ენობრივი ვითარების გამოხატულება. ერთიც და მეორეც მკაცრი სამწიგნობრო ნორმაა.

როგორც ეპიგრაფიკის, ისე ხანმეტი პალიმფსესტების მიხედვით აშკარად ჩანს, რომ უკვე მე-7 ს-ის დასაწყისისათვის ხ- პრეფიქსის სრული კარგვაც დასტურდება და ჰაემეტობის გამოვლენაც. საზოგადოდ, სრულიად აშკარაა, რომ ხანმეტობის ის მწყობრი ორთოგრაფიული ნორმა, რომელსაც ჩვენ მე-5-7 საუკუნეების მოღწეული ძეგლების მიხედვით ვაკვირდებით, წმინდად მწიგნობრული ნორმაა და ის სრულიადაც არ უნდა ასახავდეს იმ მორფო-ფონოლოგიურ პროცესებს, რასაც ცოცხალ ენაში იმ დროისათვის უნდა ჰქონოდა ასპარეზი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწიგნობრობის უადრეს პერიოდშივე ცოცხალი ენა არც წმინდად ხანმეტია და არც წმინდად ჰაემეტი, და ენის ეს მდგომარეობა უკვე სჭვივის მწიგნობრული ენის ნორმირებულ ქსოვილში. ეს კი იმდროინდელ სამწიგნობრო კერებს საფუძველს აძლევს, იფიქრონ სალიტერატურო ენის კულტურულ რეფორმაზე.

ყოველივე ეს, ვფიქრობთ, იძლევა არცთუ უსაფუძვლო დასკვნის შესაძლებლობას: ხანმეტი მწიგნობრული ნორმა ქრისტიანულმა მწერლობამ უცვლელად მიიღო წინამავალი კულტურული ორგანიზაციისაგან, უპირველეს ყოვლისა, ამ სალიტერატურო ქართული მაღალი ნორმატიული ღირებულების გამო და, პირობითად, სამიოდე საუკუნე დასჭირდა, რომ ეს ხელოვნური ნორმა ახალი კულტურული კონტექსტის შესაბამისად მოექცია.

პროფესორი ელენე მაჭავარიანი – ქართული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი
გადამწერლობა შუა საუკუნეებში ხელობად ითვლებოდა, ლამაზად გადაწერილ წიგნს თავისი ხიბლი ჰქონდა. ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული ხელნაწერები გამორჩულია სილამაზით, კალიგრაფიული სრულყოფით. ანბანის სამივე სახეობა ქართული დამწერლობის განვითარების ერთმანეთის მომდევნო საფეხურებია: მხედრული განვითარდა ნუსხურისაგან, ნუსხური – ასომთავრულისაგან. მაგრამ გრაფიკული თვალსაზრისით ისინი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ასომთავრული დამწერლობის თავისებურება გახლავთ ორ სტრიქონს შორის ლამაზად შესრულებული მოხაზულობანი, თითოეული სტრიქონი ორნამენტივით აღიქმება. ასომთავრულის სახელი ანბანმა მიიღო მოგვიანებით, მე-11 ს-ში, როდესაც აბზაცების დასაწყისში, ნუსხურსა და მხედრულ ტექსტებში, წარმოდგენილი იყო მრგვალი ასოები. მრგვლოვანი ელემენტების გამო დამწერლობას “მეგვლოვანიც” ეწოდება. ასომთავრული მონუმენტური სახის დამწერლობაა, მისი გამოკვთილი, ცხადად აღსაქმელი მოხაზულობა შემორჩა ეკლესიბის ფასადებს, ფრესკულ წარწერებს და ჭედურ ხატებს, მაგალითად, წყაროსთავი ოთხთავი,შესრულებული ბექა ოპიზარის მიერ.

დროთა განმავლობაში წიგნებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო საჭირო გახდა დროისა და მასალის ეკონომია, შესაბამისად აუცილებელი შეიქნა სწრაფად წერა, და ასომთავრული დამწერლობა გადადის ნუსხურში. ნუსხურად წერაში ასოების მოხაზულობა ხელის რამდენიმე აღებით სრულდებოდა. ნუსხური არის გვერდზე გადახრილი ასოები, მრგვლოვანი ელემენტები თვით ასომთავრულის წიაღში გარდაიქმნება რკალურ ფორმებად, რაც სწრაფი წერის შესაძლებლობას იძლევა. ასომთავრულს ივანე ჯავახიშვილი “ჩახვეულ მხატვრულ წერას” უწოდებს, ხოლო ნუსხურს “გაკრული ხელი” ჰქვია.

კიდევ უფრო გვიან ხმარებაში შემოდის მხედრულის ჩახვეული მოხაზულობანი. გადამწერები, მდივან-მწიგნობრები ასრულებდნენ წიგნებსა თუ ისტორიულ საბუთებს ლამაზი ხელით, ხშირად ისინი ამშვენებდნენ კიდეც ხელნაწერებს, კერძოდ, საზედაო ასოებს. საზედაო ასოები, ძირითადად, მოხატულია მცენარეული ორნამენტით, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებიც. მაგრამ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ აქ ყოველთვის რეალური სამყარო არის ასახული, და არა – ფანტასტიკური. ფანტასტიკურ სამყაროს ჩვენ ვხვდებით არქიტექტურულ ფასადებზე.

მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს სიუჟეტური ასოებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში მეორდებიან, მაგ. მე-12 ს-ის გელათის ოთხთავში იოანესთან არის “ყარი,” გამოსახული ნავის სახით, ანძაზე ასული ფიგურებით, მარცხენა მხარეს საყვირით ხელში. ზუსტად ასეთი სიუჟეტი მეორდება მე-16 ს-ში. როგორც ჩანს, არსებობდა სამხატვრო სახელმძღვანელოები, რასაც ჩვენამდე, სამწუხაროს, არ მოუღწევია.

დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი – ასკეტური ცხოვრება, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედება
ყველაზე ამაღლებული, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ეს არის ღმერთთან თანაცხოვრების უნარი, უაღმატებულესი ნეტარების წყარო, რამეთუ განღმრთობისათვის შეიქმნა ადამიანი. მამათა სწავლებით, გარკვეული ჭეშმარიტების მარცვლები და ცალკეული ასკეტური ცხოვრების იდეები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაფანტული იყო იმდროინდელ სამყაროში, რათა კაცობრიობა მომზადებულიყო ღვთის სიტყვის, ქრისტიანობის მისაღებად. მოსეს სჯულისა და ბუნებითი სჯულის იდეები გაამდიდრა და მადლმოსილ სიმაღლეზე აიყვანა ქრისტიანულმა მოძღვრებამ, რაც არასდროს ყოფილა მხოლოდ აბსტრაქტული თეორია, არამედ იმთავითვე წარმოადგენდა გულწრფელ ცხოვრებას ქრისტეში. თავად სიტყვა “ქრისტიანობა” ნათლად გამოხატავს ქრისტიანული მოძღვრების ასკეტურ ხასიათს. მამათა სწავლებით, ასკეტიკა შეგნებული და ნებაყოფლობითი სწრაფვაა სრულყოფის მისაღწევად. მაშინ საკამათო არაა ის, რომ მოციქულებმა მაცხოვრის სიტყვები “მისდიონ მას” ასე გაიგეს – მიბაძონ ქრისტეს. პავლე მოციქულის მიხედვით, ამ ბაძვის მიზეზი ნათელი ხდება ქრისტეს სიტყვებით: “იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს.” სრულყოფილების მსგავსი მოწოდება წმინდა წერილში სხვაგან არსადაა. ეს ადამიანს მოუწოდებს არა ღმერთთან გათანაბრებას, არამედ იმას, რომ მან მარადიული შინაგანი სწრაფვით უნდა მოიპოვოს მსგავსება მარადშეუცნობელ მამასთან.

რამდენადაც მიუწვდომელია ზეციური მამა თავისი სრულყოფილებით, ყოველი ქრისტიანისათვის იმდენად ამაღლებულია სახარებისეული სწავლება, ასკეტური ცხოვრება. მხოლოდ ქრისტიანობამ წარმოაჩინა ადამიანის ცხოვრების უსაზღვრო დანიშნულება. არაერთგვაროვანია ქრისტიანული ყოფის დამოკიდებულება ასკეტიკისადმი. კათოლიკური ეკლესია ასკეტიკას უყურებს, როგორც აუცილებელს მხოლოდ მონაზვნებისათვის, ხოლო საეროთათვის – როგორც შეუძლებელს, ვალდებულებაზე აღმატებულს. პროტესტანტული სამყარო საერთოდ უგულებელყოფს ასკეტიკას. მაგრამ ეკლესია ასწავლის, რომ ასკეტური ცხოვრება შესაბამისი ხარისხით ერთნაირად აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის, როგორც მონაზონის, ისე – ერისკაცისათვის.

განყენებული მსჯელობები ქრისტიანობაზე, ასკეტიკაზე, ღმრთისმეტყველებაზე აბსტრაქტულ, ფსევდომეცნიერულ კონტექსტში გამოწვეულია ადამიანური ლოგიკით, და აბსოლუტურად დაშორებულია რეალურ, პრაქტიკულ ქრისტიანულ ცხოვრებას და სულიერ გამოცდილებას. ამით საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ეკლესიის ცხოვრებას და მართლმადიდებლურ მოძღვრებას.

ცოდვითდაცემამდე ადამიანი, რომელსაც ღმერთმა შთაბერა სული ცხოველი, სიტყვა “სიცოცხლის” ყველაზე აღმატებული მნიშვნელობით იქნა ცოცხალი. ღმერთის მსგავსება და სახება უსპეტაკეს სამოსად ბრწყინავდა პირველ ადამიანში. ის, როგორც შემოქმედების გვირგვინი, საკუთარ თავში აერთიანებდა მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს. ის ასეთივე რჩება, თუმცა კნინობითი სახით, დღესაც. ორ სამყაროსა და ორ დროში, მარადისობასა და წარმავლობაში მცხოვრები ადამიანის ხორცი დამორჩილებულია წარმავალს, ხოლო სული – მარადისობის ბუნებას. წმ. კვიპრიანე კართაგენელის სიტყვით, რთული და მძიმეა გზა, აღმყვანებელი ზეციური დიდებისაკენ. ამ ზეაღმავალ გზაზე მიდიან მოწამეები, მათ მისდევენ ქალწულები და შემდეგ – მართალნი. სულიერი სრულყოფა რწმენის, იმედის, სიყვარულის მსგავსად გულისხმობს განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის საფეხურებს. უფალი გვასწავლის, არა კაცთაგან, არამედ ღვთისაგან უნდა ვეძიებდეთ დიდებას. რა არის დიდება ღვთისა? მამათა სწავლებით, ღმერთის დიდება – ეს არის სათნოებები, რომლითაც შემოსილი იყო პირველი ადამი და ამიტომ ბრწყინავდა იგი მზის თვალივით. სათნოებები ბუნებითია ადამიანისათვის და წარმოადგენს მისთვის ნეტარებისა და სიცოცხლის წყაროს. სათნოების საპირისპირო არის ვნებები – არაბუნებრივი ადამიანისათვის. ამიტომაც ის არის ადამიანისათვის ტანჯვის, უბედურების მიზეზი. ვნებას ყველა ენაზე საფუძვლად უდევს “ტანჯვა.” რა არის ვნება? ის არის დამახინჯებული და გაუკუღმართებული გრძნობა. ვნებათაგან განწმენდა არის სულიერი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი, სრულყოფის პირველი საფეხური, და წარმატების შემთხვევაში – მოღვაწის პირველი დიდი გამარჯვება. რა უდევს საფუძვლად ამ აღმასვლას? – მამათა სწავლებით: სინდისი, წმინდა ცხოვრება და გულწრფელობა. ამ თვისებათა გარეშე ცთუნებულია ამ გზაზე მავალი. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვებით, ოთხი სათნოება მიუძღვის წინ მოღვაწეს: სიბრძნე, სამართლიანობა, თავშეკავება და მხნეობა, ხოლო ყველა სათნოებაზე აღმატებული არის განსჯა – დაუცემელი გოდოლი სულისა. ლოცვა კი იწოდება სათნოებათა დედოფლად, ის არის მშობელი ყოველი სათნოებისა. არ არის ადვილი ვნებათაგან განწმენდის გზაზე სიარული მარხვის, სინანულის, სიკვდილის ხსოვნის, შეურაცხყოფის ატანის და დამდაბლების მეშვეობით, მაგრამ არც მიუღწეველია ის ყოველი მორწმუნისათვის. წმ. იოანე სინელის მიხედვით, ვნებათაგან განწმენდა ანუ უვნებლობა არის სიკვდილი სიკვდილამდე და აღდგომა საყოველთაო აღდგომამდე. განღმრთობის გზაზე ლოცვის საშუალო საზღვარს მიღწეული სული ვნებათაგან განწმენდის შემდგომ განათლდება საღმრთო მადლის გამოჩინებით და მასთან ზიარებით, როგორც თაბორის მთაზე – მოციქულები: პეტრე, იაკობი და იოანე. ყოველი ნივთიერი სიმძიმის მქონე საგანი თავისუფლად ვარდება მიწაზე, ასევე – ვნებათაგან განწმენდილი სული თავისუფლად მიისწრაფვის ღვთისაკენ. ასეთ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ის წარემატება გონებითი ლოცვის მადლით. ამას დიდებიდან დიდებაში გადაჰყავს მოღვაწე. ამ მდგომარეობაში ყოფნა ხდება მიზეზი ადამიანის შეხვედრისა მარადისობასთან, რასაც წმინდა მამები ძველ ქართულად განკვირვებას უწოდებენ. მარადისობასთან შეხვედრისას შეუქმნელი ნათლის ღვთაებრივი ენერგიები განანათლებენ სიკვდილის აჩრდილთაგან გამოსულ სულს ვნებათა სიბნელისაგან. წმ. დიონისე არეოპაგელი ამ მდგომარეობას დროებით მარადისობას უწოდებს. ღვთაებრივი ნათელი ჯერ საკუთარ უძლურებისა და ცოდვის უფსკრულს უჩვენებს ადამიანს, კაცის დაცემის მთელ ისტორიასთან ერთად, და შემდეგ გადაჰყავს იგი ღვთაებრივი სიბრძნის, ჭვრეტის უფსკრულში და კაცი ხდება დაუოკებელი ტრფიალი მშვენიერებისა. ამ მდგომარეობის აღწერისას ათონელი მამები ამბობდნენ, რომ განიცდიდნენ ვარდნის შეგრძნებას. ამ მდგომარეობის გამომცდელი დავით მეფსალმუნე შეჰღაღადებს ღმერთს 41-ე ფსალმუნში: “უფსკრული უფსკრულსა ხადის ხმითა ზეგარდამოსაქანელთა შენთა, ყოველნი განსაცხრომელნი Aშენნი და ყოველნი ღელვანი შენნი მე ზედა-გარდამხდეს. “

წმ. იოანე სინელი წერს: “ვიყავი რა შუა საფეხურზე, – ანუ გონებითი ლოცვის მაღალ მდგომარეობაში, – საშუალოთა მივაღწიე.” – ანუ ანგელოზთა ხილვის ღირსი შეიქნა. რამეთუ ისინი “საშუალად” იწოდებიან, რადგანაც იმყოფებიან ადამიანსა და ღმერთს შორის. “ვიყავი რა მათთან, ვერ მითხრეს, როგორი იყო ის, სანამ ხილული გახდებოდა. ანგელოზთა მეთაურს არ სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვიკითხე: ახლა როგორია? მიპასუხა: თვისთა შორის არის, მაგრამ არა ამათა შინა, – ანუ არა მოკვდავსა და ხრწნად სხეულში, ჯვარცმამდე რომ ჰქონდა. – რას ნიშნავს მარჯვენით მამისა ჯდომა? შეუძლებელია ამის ყურით აღქმა და მოსმენა. მე კი გაგება მსურდა და როცა ვიკითხე, მიპასუხა: მსგავსთა მოსმენა უხრწნელებათა ცეცხლის სიმცირის გამო ჯერ არ შეგიძლია. არ ვიცი, ამ დროს მიწასთან ვიყავი თუ მის გარეშე..………”

განათლების შემდგომ საფეხურს უვნებლობისა და განწმენდის ბოლო და უაღმატებულესი ეტაპი წარმოადგენს, რასაც მოციქული “მესამე ცას” უწოდებს, ანუ უხრწნელებას. წმ. მაქსიმე აღმსარებელი პავლე მოციქულის სიტყვებს მესამე ცის შესახებ განმარტავს შემდეგნაირად: პირველი ცა გულის განწმენდაა, მეორე – გონების განათლება, მესამე ცა – ღვთის ჭვრეტაა. ადამიანი პირისპირ რჩება ღმერთთან, ღვთაებრივი ნათელი ხდება მისი განმამღრთობელი. და ადამიანის სული ტრფიალებით არ შეჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს სერაფიმობამდე, არ დაშვრება გონებითი მღვიძარებით, ამაღლებით, ვიდრე არ იქცევა ანგელოზად იესო ქრისტეს მიერ. ამ გზაზე მავალი უნდა ამაღლდეს ყოველგვარ მიწიერზე, როგორც დამაბრკოლებელზე. უვნებელი სიძულვილით უნდა განეშოროს ყოველგვარ ამსოფლიურს, თვით ნათესავებსაც კი, როგორც ეს უჩვენა მაცხოვარმა. ამიტომ ჭეშმარიტი მოღვაწენი საკუთარი თავის სიძულვილამდე ჰყვარობდნენ უფალს და იყვნენ მორჩილნი მისი ვიდრე სიკვდილამდე. ამიტომ გაუგებარნი რჩებოდნენ ამა სოფლისათვის – ვითარცა ეგოიზმის მორევში მყოფნი და ცხოვრებას გაქცეული კაცთმოძულენი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქრისტიანის ასკეტური ცხოვრებისა და მაღალი გონებითი ლოცვის მიზანი მდგომარეობს სულიწმინდის მადლის მოხვეჭაში. თუ მჭვრეტელობითი მაღალი სულის მდგომარეობა ყველასათვის არაა ხელმისაწვდომი, განუწყვეტელი ლოცვა, მოციქულის თანახმად, ვალდებულებაა ყველა ქრისტიანისათვის. მოუკლებელად ლოცვა მთავარი იარაღია სულიერი შემოქმედების სფეროში.

დღევანდელ ეპოქაში სიტყვები ისე იცვლიან მნიშვნელობას, რომ ადამიანი შორდება საგანთა და მოვლენათა არსს, სრულყოფისაკენ მიმავალი გზა მას დასაბამშივე აქვს გამრუდებული, არ იცის, რა არის ჭეშმარიტება, პილატეს სიტყვების მსგავსად. სიტყვები: კულტურა, პოეზია, მხატვრობა, შემოქმედება, თავისუფლება, მეცნიერება, სიკვდილი ერთგვარად ნაცნობია ყველასათვის, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი ნამდვილი არსი. შემოქმედების ყველა სფეროში შემოქმედების შედეგს წარმოადგენს რაიმე ფიზიკური ოდენობა: მხატვრობაში – ნახატი, პოეზიაში – ლექსი, მუსიკაში – მელოდია და ამ მხრივ შემოქმედი არ არის მოკლებული შინაგან ტრაგიზმს და გარკვეულ გაუცხოებას საზოგადოებისაგან. ღმერთს პირველად შემოქმედი ეწოდება და მის ხატად შექმნილ ადამიანსაც აქვს ღვთის მიერ ბოძებული შემოქმედების ნიჭი. ბუნებრივია, ადამიანის შემოქმედებითი ნიჭი გამოვლინდება მის მიერ აღსრულებულ ყველა საქმეში. მაგრამ თუ მხატვრისათვის ნახატია შემოქმედების ნაყოფი, მოქანდაკისთვის –ქანდაკება, კომპოზიტორისათვის – მუსიკა და ა.შ. თეოლოგიური გაგებით, ყოველივე ამ შემოქმედების ნაყოფზე უფრო მეტად ძვირფასი არის სწორედ ის ადამიანი, ვინც ქმნის მას, ვინც ღმერთის ნიჭით დაჯილდოებული მაღლდება ამ შემოქმედებით პროცესში. თუმცა ისტორიამ იცის არაერთი შედევრის არსებობა, შექმნილი არც თუ ისე ზნეობრივი ადამიანის მიერ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში შემოქმედება ემსგავსება ლოცვას ცოდვილი მონანულისას, რომელიც უფრო დაბლა დგას, ვიდრე მის მიერ აღვლენილი ლოცვა.

ასკეტური ცხოვრების მიზანი არის ადამიანის სულიერი სრულყოფა განწმენდის, განათლებისა და განღმრთობის, საღმრთო ნათელთან და ენერგიებთან ზიარების გზით. ანუ ასკეტური ცხოვრება თავის თავში შეიცავს ძლიერ შემოქმედებით მუხტსა და მიზანს, რომელიც გარეგნულად უხილავია ნივთიერი მტკიცებულებების არქონის გამო. მაგრამ ზეაღმატებულია თავისი სრულყოფილი და ჭეშმარიტი შემოქმედებითი ბუნების გამო, რომლის უმთავრეს პროდუქტს განათლებული, განახლებული, განწმენდილი ადამიანის სული წარმოადგენს,შემოქმედების მოთავე ღვთისათვის. ადამიანთა შემოქმედად უნდა ითქვას ის, ვისაც ძალუძს, უსწავლელთა მოთვინიერება. ამ სახით ისინი, ვინც თავიანთი ცხოვრების წესით აღვირახსნილებს სათნოებათა გზაზე აყენებენ, ადამიანთა შემოქმედებად უნდა მივიჩნიოთ. რადგან უდრტვინველობა, განკრძალულობა, ბედნიერება და კეთილი სასოება სათნოა ადამიანთა სულებისათვის, რამეთუ ადამიანად ითქმის ის, ვინც მოაზროვნეა, ვინც გამოსწორების მოსურნეა.

ედიშერ ჭელიძის სიტყვა
” მოგესალმებით!  ჩვენი სასწავლებლის რექტორის, მამა გიორგი ზვიადაძის არყოფნა, რა თქმა უნდა, კონფერენციას გარკვეულ ხარვეზს უქმნის. მაგრამ არსებითია ის, რომ ამ პიროვნების მოღვაწეობით სასულიერო აკადემიის დღევანდელი მდგომარეობა გამოარჩევს მას საქართველოში არსებულ სხვა უმაღლეს სასწავლებელთაგან. გამოარჩევს იმ სამეცნიერო ხარისხით, რაც აქ უკვე დამკვიდრდა და რაც დღევანდელი კონფერენციითაც დასტურდება. ამ მდგომარეობის შექმნას წლები დასჭირდა, თანდათანობით ჩამოყალიბდა აკადემიის ყოფითი სტრუქტურა, რაც ყველა პირობას უქმნის მოღვაწეობის ორ თანაშერწყმულ სახეს, ესაა საღვთისმეტყველო და სამეცნიერო მოღვაწეობა – არც ცალკე საღვთისმეტყველო, მეცნიერულ ცოდნას მოკლებული და ფანტაზიებში გადასული, და არც ოდენ მეცნიერული, სარწმუნოებისაგან დაცლილი, როგორც ადამიანის ამპარტავნების გამოვლინება, რადგან რწმენასთან დაპირისპირებული ცოდნა ვერ იქცევა ერის მაცხოვნებელი გზის მაჩვენებლად.

აკადემიის წარმატებას რამდენიმე ნიშანი აქვს. ერთი მათგანია ის, რომ აქ სასწავლო- სამეცნიერო პროცესი არაჩვეულებრივი ორგანიზებულობით არის მოწესრიგებული, ის დისციპლინა, რაც აქ სუფევს, სანატრელია ბევრი უმაღლესი სასწავლებლისათვის. მეორე ნიშანი: სწავლების მაღალი ხარისხი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობისას. აკადემიაში წესად დამკვიდრდა, რომ გამოსაშვებ გამოცდას ყველა კათედრის გამგე, ყველა პედაგოგი ესწრება. რათა ერთობლივად დავაკვირდეთ სასწავლო პროცესის შედეგს – ერთად გამოვავლინოთ წარმატებაც და ხარვეზიც, რომ ამ უკანასკნელის აღმოსაფხვრელად რეალური გზები დაისახოს. მესამე ნიშანი: დიპლომების დაცვის ახლებური წესის დამკვიდრება. თუ ადრე ოცამდე დიპლომის დაცვა ორი-სამი დღის განმავლობაში ხდებოდა და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, დღეს ვითარება სრულიად სხვაგვარია – თითოეული დიპლომის დაცვა ოთხ-ხუთ საათს გრძელდება. ამ სერიოზულ კითხვა-პასუხის პროცესში ვლინდება დიპლომანტის ყველა წახნაგი, ღირსებითიც და ნაკლოვანების მიმანიშნებელიც, ფაქტიურად, მთელი კომისიის წინაში ის სრულად წარმოჩინდება არა მხოლოდ როგორც კურსდამთავრებული, არამედ როგორც ზნეობრივი პიროვნება. ეს არის ნამდვილი გამოცდა, პიროვნების ბრძმედში გავლა, იმის სანახავად, თუ რა მივიღეთ აქ ხუთწლიანი სწავლის შედაგად; შეუძლია თუ არა მას საღვთისმეტყველო-სამეცნიერო მუშაობის გაგრძელება შემდგომში თავისი ზნეობრივი კუთხითაც და არა მხოლოდ ნიჭიერების კუთხით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომების დაცვას ბევრი ეპისკოპოსი ესწებოდეს (მოგეხსენებათ, ეპისკოპოსი ბერძნულად “ზედამხედველს” ნიშნავს), ვინაიდან აქ ჩანს, თუ როგორი იქნება ჩვენი ეკლესიის მომავალი სახე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აკადემიაში დადგინდა წესი, რომლის მიხედვითაც ერთ პიროვნებას მხოლოდ ორი დიპლომანტის ხელმძღვანელობის უფლება აქვს. ამის მიზანია ის, რომ დიპლომის ხელმძღვანელობა იყოს არსებითი, ნამდვილი, და არ ატარებდეს ფორმალურ სახეს. ამჯერად მე შემიძლია ორი სიტყვით მოგახსენოთ ჩემი დიპლომანტების ნაშრომთა შესახებ, ორი წლევანდელი, ორიც წინა წლებში შრესრულებული ნამუშევარია. ერთი მათგანია ეკლესიის კურთხევის ძველი ქართული და ბერძნული წეს-განგებანი, ზედმიწევნით შედარებული ერთმანეთს და უაღრესად საგულისხმო დასკვნებია გამოტანილი. ის ახლა სრული სახით იბეჭდება აკადემიის ჟურნალში. ერთი მათგანი ამჟამად პარიზში უნდა იყოს დაცული, ესაა იოანე დამასკელის ანტიიაკობიტური შრომის არსენ იყალთოელისეული თარგმანი, პუბლიკაციაში წარმოდგენილია ბერძნულ-ქართული ტექსტები და ახალი ქართული თარგმანი თავისი საღვთისმეტყველო-ფილოლოგიური განმარტებებით. ერთმა დიპლომანტმა მოამზადა შატბერდის კრებულში დაცული იპოლიტე რომაელის აპოკალიფსის განმარტების უაღრესად რთული ტექსტი, შეისწავლა ის თეოლოგიურად და დაურთო ახალი ქართული თარგმანიც.

ცალკე უნდა აღინიშნოს სრულიად უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთმა დიპლომანტმა ორი სხვადასხვა, უაღრესად მნიშვნელოვანი დიპლომი დაწერა, რომელთაგან ერთის პუბლიკაცია ახლა მზადდება. აი, ასეთ დიპლომებს ეძლვა სანქცია დღევანდელ სასულიერო აკადემიაში. ცალკე უნდა გამოიყოს აკადემიაში განხორციელებული პუბლიკაციები. ყველა მათგანი სამი ნიშნით ხასიათდება: ძველი ქართული ტექსტისა და ძველი მთარგმნელისადმი უდიდესი პატივისცემა, ნაშრომის ორიგინალის ენაზე შესწავლა და მისი შედარება ძველ თარგმანთან და ბოლოს, ტექსტის თეოლოგიური ანალიზი და ტერმინოლოგიური ლექსიკონის დართვა.

აი, ასეთ შინაარსობრივ კონტექსტში ტარდება დღევანდელი სამეცნიერო კონფერენცია. წარმოდგენილ თემათა მრავალფეროვნება არის სასულიერო აკაემიის წარმატების კიდევ ერთი დასტური. ყველას გილოცავთ, და მართალია, აკადემიის რექტორს ჩემთვის არ უთქვამს, მაგრამ რაღაცნაირად ვიგულისხმე, რომ შეიძლება, ამის სურვილი ჰქონოდა და მის ლოცვა-კურთხევას გადმოგცემთ. დიდი მადლობა.”

პროფესორ შალვა გაბესკირიას საჯარო ლექცია
7 მაის, პროფესორმა შალვა გაბესკირიას წაიკითხა ლექცია თემაზე: ”ვეფხისტყაოსნის” ბიბლიური პროტოტიპების, ამბის წარმომავლობის, ხვარაზმელის ვინაობის და პოემის გეოგრაფიის შესახებ”.

საჯარო ლექცია თემაზე ”ქრისტოლოგიური სწავლება წმიდა კირილე ალექსანდრიელის ადრეულ შრომებში”
6 მაის, თბილისის სასულიერო სემინარიაში სტუმრად მყოფმა, დონის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა, ვასილი ნოვიკოვმა წაიკითხა საჯარო თემა ”ქრისტოლოგიური სწავლება წმიდა კირილე ალექსანდრიელის ადრეულ შრომებში”.