სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია » სტუდენტური სიახლეები

დიპლომების დაცვა თბილისის სასულიერო აკადემიაში
28 და 29 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩატარდა დიპლომების დაცვა. თითო დღეს თითო დიპლომანტმა წარმოადგინა ნამუშევარი. პირველი დიპლომანტის, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის ნაშრომის სახელწოდებაა “ლიტია-ლიტანია.” დიპლომის ხელმძღვანელია მამა დემეტრე დავითაშვილი, რეცენზენტი – დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.

29 ივნისს აკადემია-სემინარიის პედაგოგთა და თანამშრომელთა წინაშე წარდგა დიპლომანტი ლაშა ტყებუჩავა ნაშრომით: “წმინდა იოანე ოქროპირის, ევსები ალექსანდრიელისა და წმინდა პროკლე კონსტანტინოპოლელის ნათლისღების ჰომილიათა ქართული თარგმანები.”  დიპლომის ხელმძღვანელია პროფესორი მაია რაფავა, რეცენზენტი – ირაკლი ორჟონია.

დიპლომანტთა გამოსვლის შემდეგ ისაუბრეს ხელმძღვანელებმა, მათ მაღალი შეფასება მისცეს ნამუშევრებს. ასევე, საუკეთესო შეფასებები დაიმსახურეს ნაშრომებმა რეცენზენტების მხრიდანაც. დიპლომების დაცვისას დაისვა შეკითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხები იყო გაცემული. დამსწრე საზოგადოებამ საგანგებოდ აღნიშნა ნამუშევართა მაღალი მეცნიერული ღირებულება, გადაწყდა ორივე ნაშრომის პუბლიკაციის მომზადება. ორივე სადიპლომო ნამუშევარმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

თბილისის სასულიერო აკადემია ულოცავს დეკანოზ გურამ ჭარელაშვილსა და ლაშა ტყებუჩავას აკადემიის წარმატებით დასრულებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს.

სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტის მღვდლად კურთხევა
1 ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, თბილისის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტი, დიაკონი გიორგი შიობრიშვილი, მღვდლად ეკურთხა.

ხელდასხმა აღასრულა მეუფე ზოსიმემ (შიოშვილმა).  კურთხევა  შედგა სოფელ არაგვისპირის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს მამა გიორგი შიობრიშვილს მღვდლის საპატიო სახელს და უსურვებს, პირნათლად აღესრულებინოს ეს დიდი და ვალი, რამეთუ მღვდლობა ქრისტეს ნაცვალობაა დედამიწაზე.

აკადემიის მე-3 კურსის სტუდენტ კახა ცუხიშვილის მოხსენება
თბილისის სასულიერო აკადემიაში გრძელდება სტუდენტთა ყოველკვირეული საჯარო მოხსენებების კითხვა. დღეს მომხსენებელი იყო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი კახა ცუხიშვილი, თემით: “იოანე სინელი და მისი “კიბე.”

სტუდენტმა ისაუბრა იოანე სინელის ბიოგრაფიაზე და მოკლედ განიხილა მისი შრომა “კლემაქსი,” ანუ “კიბე.” ეს მნიშვნელოვანი ძეგლი ჩვენს წინაპრებს ადრევე უთარგმნიათ ქართულად. როგორც აკადემიის დეკანმა, მღვდელმა ლონგინოზ სუარიშვილმა ბრძანა, იოანე სინელის “სათნოებათა კიბე” ასკეტური ლიტერატურის ყველაზე უვნებელი საკითხავია და სარგებლობის მომტანი როგორც სასულიერო პირთათვის, ისე – ერისკაცთათვის.

მომხსენებელმა აუდიტორიის კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა.

აკადემიის მე-2კურსის სტუდენტის ნუკრი ქოჩორაძის საჯარო მოხსენება
თბილისის სასულიერო აკადემიაში გრძელდება სტუდენტური ნაშრომების საჯარო კითხვა. 14 მარტს აუდიტორიის წინაშე წარდგა სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ნუკრი ქოჩორაძე. მისი მოხსენება, “არიოზელთა დაყოფა პარტიებად,” შეეხო არიანობის, ერთ-ერთი უძველესი ერესის, ისტორიას – მის წარმოშობას, გავრცელებას, ეკლესიის ბრძოლას ამ მწვალებლობის წინააღმდეგ. ეს თემა, თავისთავად, მეტად საინტერესოა ეკლესიის ისტორიით დაინტერესებული მსმენელისათვის.

სტუდენტის ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა. სიტყვით გამოვიდნენ დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია – ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგე, და მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი – სასულიერო აკადემიის დეკანი.

მე-3 კურსის სტუდენტის ალექსი ვეშაგურის საჯარო მოხსენება
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევით დაწესდა სტუდენტთა ყოველკვირეული მოხსენებების კითხვა. ა/წ 9 მარტს აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიის III კურსის სტუდენტი ალექსი ვეშაგური, მისი მოხსენების სათაური გახლდათ “კონსტანტინოპოლის დაცემა.” ნაშრომი ზოგადი ხასიათისა იყო, მომხსენებელი მოკლედ შეეხო ამ ისტორიული ფაქტის რელიგიურსა და პოლიტიკურ წინამძღვრებს.

მოხსენებამ მსმენელთა  დიდი ინტერესი გამოიწვია. სიტყვით გამოვიდა აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი. ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ბატონმა რექტორმა. მამა გიორგი ზვიადაძე მოკლედ შეეხო დღეს ეკლესიაში არსებულ ვითარებას, ისაუბრა ჩვენი უწმინდესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი ღვაწლის შესახებ ჩვენი ერის, ეკლესიის წინაშე. ბრძანა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, საკუთარი ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რაც უწმინდესის ღვაწლით გაგვაჩნია ჩვენ დღეს.. მან მაღალი შეფასება მისცა სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობას და მოუწოდა მათ, კვლავაც ბეჯითად გააგრძელონ ჯაფა განათლების გასაღრმავებლად, რამეთუ ჭეშმარიტი სარწმუნოება ორ ბურჯს ეყრდნობა, ესაა მართალი რწმენა და ცოდნა.

სტუდენტთა ახალი ნაკადი
წელს, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ,  ას ცხრამეტი ახალგაზრდა გახდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი. ჩარიცხულ პირველკურსელთა რაოდენობა ამგვარად განაწილდა ფაკულტეტებზე: 31 სტუდენტი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, 34 – ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 15 – ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, 11 – ხატწერის, არქიტექტურისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე, ხოლო სასულიერო აკადემიის სტუდენტის სახელო 28 პრეტენდენტმა მოიპოვა.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყველა პირველკურსელს ულოცავს უმღლესი სასწავლებლის სტუდენტობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

სტუდენტთა დაჯილდოება
22 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული სტუდენტები მიიღო. ბატონი რექტორი მათ ესაუბრა განათლებისა და რწმენის ერთიანობის უდიდეს მნიშვნელობაზე პიროვნების ჰარმონიულად ჩამოყალიბებისათვის. იმისთვის, რომ ადამიანი იყოს ღირსეული, პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე და ჭეშმარიტი შვილი დედა ეკლესიისა, მან ღვთისაგან ბოძებული რწმენის მარცვალი განათლებაის ნიადაგზე უნდა დათესოს. მხოლოდ ამ სახით შეიძლება იმ გზაზე სვლა, რასაც წმინდა მამები “სამეუფო გზად” იხსენიებენ.

ბატონმა რექტორმა მიულოცა სტუდენტებს წარჩინება, დალოცა ისინი, გადასცა მათ დიპლომები და დააჯილდოვა  სასულიერო შინაარსის წიგნებით.

ესენი გახლავთ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ლაურეატები:

1.გიგლა ბენაშვილი, აკადემიის III კურსის სტუდენტი – პიროვნული თავისუფლება – ტვირთი თუ ღირსება? ხელმძღვანელი დეკანოზი პროფესორი მაქსიმე ჭანტურია.

2.რევაზ მუჯირიშვილი, დოქტორანტურის II კ. – პავლე მოციქულის სამქადაგებლო მეთოდოლოგია. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფესორი გიორგი გუგუშვილი.

3.თორნიკე გოგინაშვილი, სემინარიის III კ. – წმ. ბასილი დიდის სწავლება მეორე დღეს შექმნილი მყარის შესახებ. ხელმძღვანელი ირაკლი ორჟონია.

4. ანა ელიზბარაშვილი. ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის iv კ.- ფიროსმანი, როგორც საეკლესიო წიაღიდან ამოსული მხატვარი. ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

5. ანა მაჩიტაძე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კ. – ძველაღთქმისეული დამოწმებები წმ. მოციქულების – პეტრესა და პავლეს ქადაგებებში. ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.

6. ვახტანგ ნოდია, სემინარიის IV კ. – აღსარების წესის ისტორიული მიმოხილვა. ხელმძღვანელი არქიდიაკონი პროფესორი დემეტრე დავითაშვილი.

7. არმაზ ასლამაზიშვილი, აკადემიის III კ. – იოანეს სახარების ავტორობის შესახებ. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.

8. გიორგი მეძმარიაშვილი, აკად. I კურსი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. ხელმძღვანელი მიტროპოლიტი პროფ. ანანია ჯაფარიძე.

9. გრიგოლ ბენდელიანი, დოქტორანტურის III კ. – ქართული სამონასტრო ცენტრები უცხოეთში ათონურ პერიოდამდე. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ.მაქსიმე ჭანტურია.

10. ალექსი მესტუმრიშვილი, სემინარიის III კ. – ნათესაური კავშირების ხარისხების გამოთვლა საეკლესიო კანონიკითა და ტრადიციებით. ხელმძღვანელი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი.

11. დავით სოზიაშვილი, სემინარიის I კ. –  ახალი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანები. ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.

12. ემზარ ბაშარაული, სემინარიის II კ. – ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები. ხელმძღვანელი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

13. მარიამ ლოთიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ. – ატენის სიონის ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხი ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში.  ხელმძღვანელი პროფ. ასმათ ოქროპირიძე.

14. მარიამ ჭეხაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ. – ქვემოჭალის კარის ეკლესიის მოხატულობის შესახებ.  ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.

15. სერგო ყიასაშვილი, სემინარიის IV კ. – რაციონალიზმი სოკრატეს ფილოსოფიაში. ხელმძღვანელი ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე.

16. ანა ისაკაძე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. III კ. – წმინდა აბოს სახე ძველ ქართულ მწერლობაში.  ხელმძღვანელი პროფ. ლელა ხაჩიძე.

17. ნიკოლოზ გურგენიძე,  ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ. – მონასტრული ცხოვრების წესი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

18.თორნიკე ჯანდიერი, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ. – მონასტრული ცხოვრების წესი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით. ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

(ნიკოლოზ გურგენიძემ და თორნიკე ჯანდიერმა საერთო თემა დაამუშავეს.)

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მეორე დღე
დღეს, 29 მარტს, კონფერენცია ოთხ სექციად დანაწილდა. თითოეული სექციის მუშაობას თავმჯდომარეები უძღვებოდნენ. მომხსენებლებმა პასუხები გასცეს დამსწრეთა შეკითხვებს. ისევე, როგორც გუშინ, ყოველი მოხსენების შემდეგ თემის ხელმძღვანელებმა მოკლედ ისაუბრეს სტუდენტთა მიერ გაწეული სამუშაოს თავისებურებათა  შესახებ. საბოლოოდ თითოეული სექციის თავმჯდომარეებმა შეაფასეს სტუდენტთა ნაშრომები. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სტუდენტთა ამგვარი აქტიური ჩართულობა სამეცნიერო კვლევაში და გამოითქვა იმედი, რომ ასევე გაგრძელდება მომავალში.

წარმოვადგენთ თითოეულ სექციაში წაკითხულ მოხსენებათა ჩამონათვალს:

I – პატრისტიკისა და დოგმატიკის, ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის, ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების სექცია

თავმჯდომარეები: პროფ. ედიშერ ჭელიძე, დეკანოზი პროფ. მაქსიმე ჭანტურია, არქიდიაკვანი პროფ. დემეტრე დავითაშვილი.

1. საბა გელაშვილი (აკადემიის III კურსი) “წმ. ანდრია კრიტელი და მისი ჰომილია ლაზარესთვის.” ხელმძღვანელი ირაკლი ორჟონია.

2. გიორგი მეძმარიაშვილი (აკად. I კურსი) “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე.” ხელმძღვანელი მიტროპოლიტი პროფ. ანანია ჯაფარიძე.

3. გიორგი ფილფანი (სემინ. IV კ.) “კათაკმეველობის წესი ადრეულ ეკლესიაში.” ხელმძღვანელი არქიდიაკვანი პროფ. დემეტრე დავითაშვილი.

4. გრიგოლ ბენდელიანი (დოქტორანტურის III კ.) “ქართული სამონასტრო ცენტრები უცხოეთში ათონურ პერიოდამდე.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ.მაქსიმე ჭანტურია.

5. ალექსი მესტუმრიშვილი (სემინ. III კ.) “ნათესაური კავშირების ხარისხების გამოთვლა საეკლესიო კანონიკითა და ტრადიციებით.” ხელმძღვანელი მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი.

I I- ბიბლეისტიკის სექცია

თავმჯდომარეები: დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი,დეკანოზი იოანე კვანჭიანი

1. დავით სოზიაშვილი (სემინ.I კ.) “ახალი აღთქმის წიგნთა ძველი ქართული თარგმანები.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.

2. თეონა ბოგველი (ქრისტიანული ფსიქოლოოგის ფაკულტეტის III კ.) “წინასწარმეტყველთა გამორჩევის თავისებურებანი.” ხელმძღვანელი დეკანოზი დავით ჭიღლაძე.

3. გივი მალაღურია (სემინარიის I კ.) “ცხრა ნეტარების ქრისტიანული ეგზეგეზა.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.

4. ემზარ ბაშარაული (სემინარიის II კ.) “ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები.” ხელმძღვანელი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

III – ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის სექცია

თავმჯდომარეები: რუსუდან ვაშალომიძე, პროფ.ასმათ ოქროპირიძე

1. ია გონაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ.) “ლევან კახთა მეფის პორტრეტები კახურ მოხატულობაში.” ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი.

2. მარიამ ლოთიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ.) “ატენის სიონის ქტიტორთა იდენტიფიკაციის საკითხი ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში.”     ხელმძღვანელი პროფ. ასმათ ოქროპირიძე.

3.თამარ მინდიაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ.) “ქართული სამრეკლოების ზოგადი მიმოხილვა.” ხელმძღვანელი რუსუდან ვაშალომიძე.

4. მარიამ ჭეხაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ.) “ქვემოჭალის კარის ეკლესიის მოხატულობის შესახებ.”  ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.

5. თეა კეკელიძე (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. IV კ.) “აწყურის ღვთისმშობლის ხატი.”  ხელმძღვანელი  პროფ. ასმათ ოქროპირიძე.

6. თამთა ჭელიძე (ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ. III კ.) “თვალთაი – კეთილშობილი ქვების სიმბოლური მნიშვნელობა ნაქარგობის მიხედვით.” ხელმძღვანელები: ეთერ უროტაძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.

IV – ქართული ენისა და ლიტერატურის და რელიგიათმცოდნეობის სექცია

თავმჯდომარეები: პროფ. გრივერ ფარულავა, პროფ. ლელა ხაჩიძე

1.თამარ გაბარაშვილი, ნანა საცერაძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ.) “ივერთა მონასტერი წმინდა მთაზე.” ხელმძღვანელი ფილოლოოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

2. სერგო ყიასაშვილი (სემინარიის IV კ.) “რაციონალიზმი სოკრატეს ფილოსოფიაში.” ხელმძღვანელი ფილოსოფიის დოქტორი ელენე შუბლაძე.

3. ანა ისაკაძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. III კ.) “წმინდა აბოს სახე ძველ ქართულ მწერლობაში.”  ხელმძღვანელი პროფ. ლელა ხაჩიძე.

4. მარიამ ოკინაშვილი (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ.) “წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.” ხელმძღვანელი  ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

5. ანა მაჩიტაძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. III კ.) “სოციალური ქსელის გავლენა პიროვნულ ღირებულებებზე.” ხელმძღვანელი ნანა გოგიჩაიშვილი.

6. ნიკოლოზ გურგენიძე, თორნიკე ჯანდიერი (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკ. I კ.) “მონასტრული ცხოვრების წესი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” მიხედვით.” ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

7. დავით სოზიაშვილი (სემინარიის I კ.) “პუნქტუაციის ისტორიისათვის.”  ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიაში
ა.წ. 28-29 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ტარდება სტუდენტთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა პლენარული სხდომა. სხდომა გახსნა აკადემიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ. იგი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას – სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება აკადემიისა და სემინარიის სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად იქცა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება მომხსენებელთა რიცხვი.

სამუშაო გეგმის მიხედვით პლენარულ სხდომაზე შვიდი მომხსენებელი გამოვიდა:

1. გიგლა ბენაშვილი (აკადემიის III კ.) ” პიროვნული თავისუფლება – ტვირთი თუ ღირსება.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. მაქსიმე ჭანტურია.

2. რევაზ მუჯირიშვილი (დოქტორანტურის II კ.) “პავლე მოციქულის სამქადაგებლო მეთოდოლოგია.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.

3. თორნიკე გოგინაშვილი (სემინარიის III კ.) “წმ. ბასილი დიდის სწავლება მეორე დღეს შექმნილი მყარის შესახებ.” ხელმძღვანელი ირაკლი ორჟონია.

4. ანა ელიზბარაშვილი (ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის iv კ.) “ფიროსმანი, როგორც საეკლესიო წიაღიდან ამოსული მხატვარი.” ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

5. ანა მაჩიტაძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კ.) “ძველაღთქმისეული დამოწმებები წმ. მოციქულების – პეტრესა და პავლეს ქადაგებებში.” ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.

6. ვახტანგ ნოდია (სემინარიის IV კ.) “აღსარების წესის ისტორიული მიმოხილვა.” ხელმძღვანელი არქიდიაკონი პროფესორი დემეტრე დავითაშვილი.

7. არმაზ ასლამაზიშვილი (აკადემიის III კ.) “იოანეს სახარების ავტორობის შესახებ.” ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ, გიორგი გუგუშვილი.

თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, სიტყვით გამოვიდნენ ნაშრომთა ხელმძღვანელები.

წლევანდელი კონფერენცია გამორჩეულია იმით, რომ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები – მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ხატები, ფერწერული ტილოები, ნატურმორტები, გრაფიკული ეტიუდები. აკადემიის დერეფანში მოწყობილ მცირე გამოფენაზე წარმოდგენილია, ასევე, სტენდები სტუდენტთა მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაობის ამსახველი ფოტომასალით – საფარას წმ. საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის კედელზე და თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მიმართვა
ამა წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო გამოფენა, რომელზეც სხვებთან ერთად გამოიფინა ნახატი სახელწოდებით ”თვითმკვლელი ქალწული”.

ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის დიდი აღშფოთება მოჰყვა, მათ შორის – თვით ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ვუერთდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვთხოვთ, გაითვალისწინოს მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი და ნუღარ დაუშვებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ მოქმედებებს.

იმავდროულად, მივმართავთ სხვა სასწავლებელთა ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გამოთქვან საკუთარი აზრი, რათა დაიცვან ქრისტიანული ღირებულებები თავდასხმისაგან.