სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია » სიახლეები

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა
27 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის ხატწერის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევრების დაცვა-პრეზენტაცია შედგა. საბაკალავრო ნაშრომებად წარმოდგენილი იყო ქართველ წმინდა მამათა ციკლი. კერძოდ: ილარიონ ქართველის, გიორგი, იოანე, ეფთვიმე მთაწმინდელებისა და გაბრიელ ივერიელის ხატები. დაჩი ბარძიმაძემ, სალომე ჯამდელიანმა, სალომე ელიაშვილმა, მარიამ დავითიძემ და მარიამ ნინაშვილმა   საკუთარი ნამუშევრების წარდგენისას ისაუბრეს სამუშაო პროცესზე, ნამუშევრების თეოლოგიურ და  ტექნიკურ მხარეებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა, ტემპერის წესით შესრულებული   ნამუშევრებისა, სტუდენტებმა წარმოადგინეს ენკაუსტიკის წესით შესრულებული ხატებიც. უნდა აღინიშნოს რომ  ენკაუსტიკის ტექნიკა უძველესი ტრადიციაა და ამიტომ სტუდენტების ნამუშევრები ამ ტრადიციის  აღდგენის წარმატებულ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

საბაკალვრო ნამუშევრების დაცვის კომისიის წევრები იყვნენ: ფაკულტეტის დეკანი, დეკანოზი იოსებ ვანიძე,    ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი მურად ტყემალაძე და სხვები. საბაკალვრო ნაშრომების  ხელმძღვანელი იყო ლაშა ვანიძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ ნამუშევრებს.  დამსწერე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დეკანმა და  კათედრის გამგემ, რომელთაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები  მაღალ დონეზეა შესრულებული. საბაკალავრო ნაშრომების დაცვისას აღინიშნა, რომ ფაკულტეტს განსაკუთრებული   მნიშვნელობაა აქვს  თანამედროვე ქრისტიანული ხელოვნების განვითარების საქმეში.

საეკლესიო არქიტექტურის ( ხუროთმოძღვრების ) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი
26 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულებაზე საბაკალავრო ნამუშევართა დაცვა შედგა.

საგამოცდო კომისიას, მოწვეულ სტუმრებსა და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) კათედრის გამგემ, დეკანოზმა ბესარიონ მენაბდემ. მან ისაუბრა ამ ფაკულტეტისა და კათედრის მნიშვნელობაზე, ამოცანებსა და მიზნებზე. „საეკლესიო ხელოვნებას საეკლესიო განათლება სჭირდება“ – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სასწავლებლის ადმინისტრაციის თანადგომისა და პედაგოგთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად დასახული მისიის შესრულება შესაძლებელი გახდა. დეკანოზმა ბესარიონა საგამოცდო კომისიის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებმაც საბაკალავრო ნამუშევრები სამონასტრო კომპლექსების თემატიკაზე მოამზადეს.

სადიპლომო ნაშრომის მნიშვნელობასათან დაკავშირებით ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა პედაგოგებმაც.

სადიპლომო ნაშრომების დაცვას ესწრებოდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე.

საგამოცდო კომისიამ სამივე სადიპლომო ნაშრომი დადებითად შეაფასა.

ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ პროექტები სავსებით დამაკმაყოფილებელია და გარკვეული დეტალების დამატებისა და დამუშავების შედეგად მათი პრაქტიკულად განხორციელება შესაძლებელია. მიტროპოლიტმა გამოთქვა მოსაზებაც, რომ კარგი იქნებოდა სასწავლებლის ადმინისტრაციის ორგანიზებით კურსდამთავრებულთა სადიპლომო ნამუშევრების წარდგენა სხვადასხვა ეპარქიებშიც სტუდენტთა პროფესიული დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

საბაკალავრო ნაშრომის დაცვა
დღეს, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის მიმართულებაზე შედგა საბაკალვრო ნაშრომის დაცვა.

ნაშრომი იყო   მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის კომპოზიცია, მის რესტავრაციაზე იმუშავა  ხუთმა სტუდენტმა:  აკაკი წერეთელმა, ქეთევან გიორგაძემ, გივი ხაჩიძემ, ლია მახარობლიშვილმა და ინა მახარობლიშვილმა. საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელებმა და სტუდენტებმა კომისიის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოების სpეციფიკა და ტექნიკური დეტალები. საბაკალვრო ნაშრომის ხელმძღვანელები იყვნენ:  ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრის გამგე, პროფესორი მერაბ ბუჩუკური, მისი მოადგილე – ზაზა სუმბაძე და პედაგოგი მიხეილ ბერიძე. საბაკალავრო ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამაგისტრო ნაშრომის დაცვა
2019 წლის 25 ივნისს, სამშაბათს, 12 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა მაგისტრანტ არმაზ ასლამაზაშვილის ნაშრომის: „იოანეს სახარების ავტორთან დაკავშირებული პრობლემატიკა“ (ხელმძღვანელი: თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი; რეცენზენტი: თეოლოგიის, ისტორიის და განათლების მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი) დაცვა.

სამაგისტრო ნაშრომში მეტად აქტუალური საკითხი, იოანეს სახარების ავტორის ავთენტურობა, არის განხილული. მაგისტრანტმა ფართო სამუშაო აწარმოა. მან მიმოიხილა და შეაფასა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული XIX-XX სს-ში გამოთქმული  მოსაზრებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საეკლესიო ტრადიციას. ნაშრომში მან იოანეს სახარების ტექსტობრივი მონაცემებისა და მის ავთენტურობასთან  დაკავშირებული უძველესი პატრისტიკული ლიტერატურის საფუძველზე  გააბათილა ზემოხსენებულ მკვლევართა არგუმენტები და ნათლად წარმოაჩინა, რომ იოანეს სახარების ავტორი თავად ეს მახარებელია და არა სხვა  პიროვნება.

მოსაზრებები გამოთქვეს: თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა, თეოლოგიის, ისტორიისა და განათლების მეცნიერებების დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ლევან მათეშვილმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ და სხვებმა.

სამაგისტრო ნაშრომმა უმაღლესი შეფასება მიიღო.

საერთაშორისო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
2019 წლის 18-19 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II, რომელშიც აისახა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები. მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო  თანამედროვე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისთვის ქართული ჰუმანიტარული მეცნიერული კვლევების შედეგების გაზიარება.

საქართველომ შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში. ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღრესად აქტუალური თემაა. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა ძველი ქართული ხელნაწერების გამოფენა.  გამოფენაზე მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი  IX საუკუნის უნიკალური ბერძნული ხელნაწერი, კორიდეთის სახარება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქართული და ბიზანტიური კულტურის მჭიდრო კავშირს; გამოიფინა, ასევე, X-XI საუკუნეებში შექმნილი უნიკალური ქართული ხელნაწერები: ალავერდის ოთხთავი, ვანის ოთხათავი, მიქელ მოდრეკილის იადგარი,  რომლებიც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშებს წარმოადგენენ.

კონფერენციაში სხვებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ და ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან მამასახლისმა.

დეკანოზმა ბიძინა გუნიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ბრწყინვალე და განათლებული დღე მეორედ მოსვლისა“, რომელშიც მიმოიხილა საეკლესიო ეგზეგეტიკა უფლის მეორედ მოსვლის შესახებ. ქალბატონი ქეთევან მამასახლისის მოხსენება  შეეხებოდა  პატერიკული ჟანრის მწერლობას, კერძოდ, წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ამონ ნიტრიელის შემოქმედების ურთიერთმიმართების საკითხს (მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის ფუნდამენტური გრანტის ფარგლებში № FR – 18 – 1209).

სამეცნიერო კონფერენცია ენათმეცნიერების ინსტიტუტში
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში 18-20 ივნისს გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „სამეცნიერო ტერმინოლოგია VI“, რომელიც ეძღვნებოდა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დამანა მელიქიშვილის 80 წლის იუბილეს.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები: ფილოლოგიის დოქტორი ლალი ხუჭუა, რომელიც ამავე დროს არის  თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი,  მისი მოხსენება შეეხებოდა საეკლესიო ნივთთა აღმნიშვნელი ტერმინების, კერძოდ,„ავგაროზისა“ და „ფეშხუმის“, ისტორიას.

თეოლოგიის დოქტორმა ცოტნე ჩხეიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე; „საწინასწარმეტყველო სიმბოლური ქმედების რაობა ძველ აღთქმაში“.

მოხსენებებთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვები. საკუთარი მოსაზრებები  გამოთქვეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მედეა ღლონტმა და სხვ.

ბიბლიოთეკების საინფორმციო ქსელის კონსორციუმის ტრენინგი
თბილისის სასულიერო აკადემიასა და საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმთან ერთად,ბიბლიოთეკაში არსებული გარემოს, რესურსებისა და მომსახურებისგაუმჯობესების მიზნით დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიება,რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტრენინგი.ტრენინგი ჩაატარეს კონსორციუმის ტრენერებმა.ტრენინგის დასრულების შემდეგ თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სასულიერო აკადემიის თანამშრომლებს:გიორგი ნატროშვილს, დურმიშხან ლაშხსა და შორენა ნაჭყებიას გადასცა სერტიფიკატები.

დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა
13 ივნისს, 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში, ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე შედგა სადოქტორო საგანმანთლებლო პროგრამის დოქტორანტის ცოტნე ჩხეიძის ნაშრომის „ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებების საღვთისმეტყველო ანალიზი“ დაცვა. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი პროფესორი, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ოფიციალური შემფასებლები – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) და თელოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.

სადისერტაციო კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა მიტრიპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

კომისიი წევრები იყვნენ:

მიტროპილიტი შიო (მუჯირი), თეოლოგიის დოქტორი;

მიტროპილიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), თეოლოგიის დოქტორი;

დეკანოზი მაქსიმე (ჭანტურია), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი,;

ედიშერ ჭელიძე, თეოლოგიისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

სერგო ვარდონასიძე, თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; (საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი);

გიორგი ანდრიაძე, თეოლოგიის დოქტორი.

სადისერტაციო ნაშრომის წარდგენისას დოქტორანტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ, რომლის უდიდესი ავტორიტეტითა და ლოცვა-კურთხევით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო და შეიქმნა დოქტორანტურა. ცოტნე ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და წარდგინებით მან განაგრძო სწავლა სადოქტორო პროგრამაზე. დოქტორქნტმა აღნიშნა, რომ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განსაკუთრებული ძალისხმევით სასწავლებელში შექმნილია აკადემიური სასწავლო და სამეცნიერო გარემო, სტუდენტებს აქვთ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ მათი სწავლა სწავლების სამივე საფეხურზე შედეგიანი და წარმატებული იყოს. დისერტანტმა აგრეთვე მადლიერება გამოხატა სამეცნიერო ხელმძღვანელის თეოლოგიის დოქტორის, პროფესორის, გელათის მეცნიერებათა პრეზიდენტის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის მიმართ ნაშრომზე მუშაობისას გაწეული დახმრებისთვის.

სადისერტაციო კომისიის, ნაშრომის ოფიციალური შემფასებლების რეცენზიებისა და კომისიის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა სიმბოლური ქმედებებისადმი მიძღვნილი კომპლექსური ხასიათის ნაშრომები ეკლესიის გარეთ მყოფი მკვლევრების ავტორობითაა ცნობილი, რომლებიც არ ითვალისწინებენ წმინდა მამების ეგზეგეზას და აღნიშნულ ბიბლიურ ეპიზოდებს თვითნებურად განმარტავენ. წარმოდგენილი დისრტაციის მეცნიერული სიახლეა საკითხის განხილვა ეკლესიის მამათა განმარტებებზე დაყრდნობით, კერძოდ: 1) სიმბოლური ქმედების რაობა; 2) ტერმინის ახლებური დეფინიცია და 3) ბიბლიური ეპიზოდების თეოლოგიური კვლევითი მეთოდებით ანალიზი.

სადისრტაციო კომისიამ ცოტნე ჩხეიძის ნაშრომს მაღალი შეფასება მისცა, კომისიის წევრთა საერთო აზრი იყო, რომ წარმოდგენილი დისერტაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული წარმატებული ნაბიჯია იმ გაზაზე, რომელსაც ადგას თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის სასწავლებლის რექტორს.

კონფერენცია „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი და სამსახურის თანამშრომელი დურმიშხან ლაშხი ესწრებოდნენ  4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ  კონფერენციას თემაზე: „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პარადიგმები“.

აღნიშნული კონფერენცია Erasmus+ პროექტის Sustainable learner-centered Teaching – Advanced Recourse for Georgia and China (STAR) დასკვნითი აქტივობაა.

ღონისძიებაზე განხილული იყო ყველა ის შედეგი, რომელსაც  სამი წლის  განმავლობაში  პარტნიორმა ქვეყნებმა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების მიმართულებით მიაღწიეს. კონფერენციას უძღვებოდა  პროექტის კოორდინატორი დანა  ზამესნიკოვა.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა
2019 წლის 31 მაისს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  სამეცნიერო საბჭოს სხდომა . დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები:

1. 2019-2020 სასწავლო წელს თსას-ის ცალკეულ ფაკულტეტებზე მისაღებ აბიტურიენტთა მაქსიმალური კვოტების დამტკიცება;

2. 2019-2020 სასწავლო წელს თსას-ის ცალკეულ ფაკულტეტებზე მისაღები გამოცდების ჩატარების გრაფიკისა და შესაბამისი საგნობრივი კომისიების დამტკიცება;

3. მიმდინარე საკითხები.

სხდომას თავმჯდომარეობდა სასწავლებლის რექტორი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს განსახილველ საკითხებზე და მიიღეს შესაბამისი დადგენილება.