სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია » გაზეთი

ედიშერ ჭელიძე — უჩინო და ცხადი

ზურაბ ეკალაძე — მადლი და თავისუფლება
საღვთისმეტყველო წერილები — მადლი და თავისუფლება

ქრისტიანის ცხოვრება წარმოუდგენელია საეკლესიო საიდუმლოებათა გარეშე, რომელთა გამაერთიანებელ ძალასაც მადლი წარმოადგენს. ღვთის მადლის მოქმედებისა და ადამიანის თავისუფლების ურთიერთმიმართება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია როგორც ზოგადად ღვთისმეტყველებისთვის, ისე, კერძოდ, ანთროპოლოგიისათვის, რადგან ეს საკითხი უშუალო კავშირშია სოტერიოლოგიასთან ანუ ადამიანის ცხონების შესახებ სწავლებასთან. აქვე იმასაც დავსძენთ, რომ მადლისა და თავისუფლების პრობლემას სხვაგვარად განიხილავენ კათოლიკე და პროტესტანტი თეოლოგები და მათი მართლმადიდებლური მოძღვრებიდან გადახვევა ამ საკითხშიც ცნაურდება.

რა მემკვიდრეობა დარჩა ადამიანს ადამის „სიმდიდრიდან“ ცოდვით დაცემის შემდგომ? გონება, დაცემამდე მჭვრეტელობის უნარის მქონე, დღეს დაბინდულია და მისი შესაძლებლობები მკვეთრადაა შემცირებული, ნება — ცოდვისაკენაა მიდრეკილი, მუდამ მერყეობაში მყოფია, სინდისი — სადღაც სულის სიღრმეშია ჩაკარგული, რწმენა — მთვლემარე მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სიყვარული — ფერფლის და ნაცრის ქვეშ მყოფი ღადარია. სწორედ ამ „სუსტ წერტილებზე“ მოქმედებს ღმერთი თავისი მადლით. წმიდა მაკარი დიდი ამბობს: „ადამიანს ძალუძს შეეწინააღმდეგოს ცოდვას, მაგრამ ღვთის შეწევნის გარეშე ბოროტებას ვერ სძლევს.“ მას მადლი წარმოუდგენია ადამიანის განმანათლებელ და გამათბობელ სინათლედ და ცეცხლად. იგია ცეცხლი, რომელზეც მაცხოვარი ამბობს: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და არა მნებავს რა აწვე აღეგზნას…“ (ლუკა 12.49). იოანე კიბისაღმწერელი მადლს არანივთიერ ცეცხლს უწოდებს, ხოლო ისააკ ასური — სულიწმიდის ცეცხლს, რომელიც გულზე მოქმედებს. მადლი საიდუმლოდ ჩნდება გულში „მბრწყინავი სხივის მსგავსად და ანათებს სულს“ (წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). გული მადლის სათავსოს წარმოადგენს. ქრისტიანის გულში მადლის ძალა ნათლისღებისას გადმოდის და იქ რჩება მუდმივ შინაგან ფაქტორად — განმწმენდ, მაკურნებელ,  მაჰარმონიზებელ, ანუ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად აპოკატსტასისა ( ე.ი. ოდესღაც დაკარგული ნეტარების კვლავაღდგინებისა). მადლი საფუძველია კათარზისის (განწმენდის) მისტიკური პროცესებისა, გაცისკროვნებისა, განათებისა, მჭვრეტელობისა და რელიგიური ინტუიციისა.

მარკოზ მონაზონი ამბობს: „მადლი ნათლისღებით საიდუმლოდ გვეძლევა. იგი მცნებების აღსრულების ანალოგიურად მოქმედებს და არ წყვეტს საიდუმლოდ მოქმედებას.“ მის მოქმედებას ადამიანი გრძნობს ყოველი სათნოების აღსრულების დროს. მადლი — უხილავი ნათელი — ხან კაშკაშებს, ხან სუსტად ანათებს. დიადოქოს ფოტიკელი ამბობს, რომ მადლი ნათლისღების შემდგომ გონიერ გრძნობაში იფარება. მადლი ხდის ჭვრეტას ჭეშმარიტს (ისააკ ასური ).  სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი განარჩევს მადლის ორ ხარისხს — ნათლობით მიღებულ მადლსა და სრულყოფილ მადლს, როგორც სრულყოფილთა საბოძვარს.

მაგრამ ცოდვა პიროვნული ნებელობიდან გამომდინარე ნათლისღების შემდგომაც ცოცხლობს ადამიანში, გულის, სულის ბნელ სიღრმეებში. მართალია, წყაროდან წმინდა წყალი გადმოედინება (მადლი), მაგრამ ჭურჭელი ჯერ კიდევ არაა სრულად განწმედილი. მადლს ძალუძს ცოდვასთან შეხება ისე, რომ თავად არ შეიბილწოს, მისი ამოცანა ისაა, რომ სულის ყველა მხარე მოიცვას და ცოდვის ძირიც გაახმოს, თავისუფალი ნებიდან რომ ამოზრდილა. როდესაც სულზე ცოდვა ბატონობს, მდგომარეობა იცვლება, მაგრამ მადლი არც მაშინ ტოვებს სულს. იოანე ოქროპირი უფრო კონკრეტულად საუბრობს სულსა და გონებაზე მადლის მოქმედების შესახებ: „მადლის მიერ იწყებს გონება მოქმედებას, მაგრამ ამ დროს საჭიროა ადამიანის ნების დასტური, რომელსაც ელოდება უფალი, რადგან ნების თავისუფლება ხელშეუხებელი საკურთხეველია ჩვენის სულისა“.

გრიგოლ ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ მადლის მოქმედებით „განსჯა ნელ-ნელა ღებულობს კურნებას, ჩნდება ცოდნა და რწმენის პირველი ყლორტები“. ამას შემდგომ მოსდევს მადლის უშუალო შეხება სულთან. ამ დროს ადამიანს შინაგანი ხმა ესმის, „რადგან სულიწმიდის მადლი მის გონებას სიწმინდის ღვთაების საცხოვრისად გარდაქმნის“ (კირილე იერუსალიმელი).

ახლა უშუალოდ მადლისა და თავისუფლების საკითხს შევეხოთ, რომელსაც აუარებელი ლიტერატურა ეძღვნება. მართლმადიდებლური სწავლებით, ადამიანის ცხონება იწყება ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე იგი თვითონ გადადგამს ნაბიჯს ამ გზაზე (წმიდა იოანე ოქროპირი). მადლი არ მოქმედებს ცალკე,  ადამიანის მონაწილეობის გარეშე,  და მას რამდენიმე საფეხური გააჩნია. იგი მოქმედებას გონებიდან იწყებს, შემდეგ მოიცავს გულს და ბოლოს ეხება ნებას და სწორედ იქ ხდება მისი „კონცენტრაცია“, რაც ნების თანდათანობითი გადახრით გამოიხატება ერთ,  ან მეორე მხარეს. უკანასკნელი მომენტი ყველაზე მთავარია, რომლის დადგომასაც სულიწმიდის მადლი ელოდება,  რათა უფრო სრულად გამოავლინოს თავისი მოქმედება. მადლი ყველა ადამიანზე მოქმედებს, მაგრამ ყველგან ვერ პოულობს სათანადო ნიადაგს,  სადაც პოულობს,  იქ იგი „გამომრჩევლად იქცევა,“ რაც ადამიანის ქრისტესადმი ლტოლვაში გამოიხატება.

ადამიანში ნათლისღებით ყველაფერი არ იცვლება. მისი ბუნების  არსებითი ცვლილება არ ხდება, სულის ძალების გარდაქმნა არ ხდება პიროვნული ნებელობის შესაბამისად. თვით ბოროტებაც მთლიანად არ ისპობა, ხდება მხოლოდ „ბოროტების უწყვეტობის“ გადაჭრა, განკვეთა, ადამიანი წყდება მასთან შეზრდილ ბოროტებას. მაგრამ რჩება ის ჩვევები, მიდრეკილებანი, რომელნიც ნებაში არიან ჩაბუდებულნი, ანუ იმ სფეროში რომელიც ხელშეუხებელია თვით ღვთისათვისაც კი  (წმიდა იოანე ოქროპირი). ამიტომაცაა, რომ ნათლისღება არ აღმოფხვრის მავნე ჩვევებს — ცოდვის ნარჩენებს. „ცოდვებს სპობს ემბაზი, ხოლო ჩვევა თვითონ გამოასწორე“, ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. ირინეოს ლიონელი წერს: „ნათელი მადლისა არ გვიმონებს ძალდატანებით“.

მადლი და თავისუფლება ერთიანად და განუყრელად მოქმედებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე,  თუკი რაიმე სხვა ცოდვამ არ განაშორა ისინი ერთმანეთს.

მარკოზ მოღვაწე: „ყოველგვარი კეთილი საქმე, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი ძალებით ვაკეთებთ, განგვაშორებს ცუდ საქმეებს, მაგრამ მადლის გარეშე განწმენდა შეუძლებელია, იგი აღვიძებს სინდისს,“ რაც საწინდარია სინანულისა და ადამიანის ცხონებისა.

ზურაბ ეკალაძე

ზურაბ ჭუმბურიძე — ღვაწლი პატრიარქისა
საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებული და სრულიად გამორჩეულია უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ღვაწლი.

მთელი მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია ღვთისადმი, ერისადმი სამსახურისა და თავდადებისა, მისი ცხოვრების გზისათვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ გავიაზროთ, რა შეძლო მან ამ გზის დასაწყისიდან დღემდე.

კათოლიკოს-პატრიარქის მშობლები უაღრესად მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანები ყოფილან. თავიანთი ახალშობილი შვილი მათ ქრისტეს შობის დღეს მოუნათლავთ ვლადიკავკაზის ქართულ ტაძარში და მისთვის ერეკლე მეფის პატივსაცემად ირაკლი დაურქმევიათ. მონაზონს, დედა ზოილეს, თავისი ნათლული ხშირად დაჰყავდა თურმე სამთავროს მონასტერში, სადაც ყმაწვილ ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის — კალისტრატე ცინცაძისაგან. თავისთავად ცხადია, ასეთი გარემოცვა, მთელი მისი ოჯახისა და ოჯახთან დაახლოებული ადამიანების მაღალი სულიერება განსაზღვრავდა მის მომავალს. თავად პატრიარქი აღნიშნავს: არ მახსოვს ჩემი თავი რწმენისა და სიყვარულის გარეშეო და იმასაც იხსენებს, როგორ კიცხავდნენ და სჯიდნენ მას სკოლაში ამ რწმენისა და ღვთის სიყვარულის გამო.

კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მორწმუნე ადამიანებისათვის უაღრესად მძიმე ვითარება იყო შექმნილი. ეკლესიის მესვეურებს სდევნიდნენ და ყოველმხრივ ავიწროებდნენ. «ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზეო», — იგონებს მისი უწმიდესობა.

როდესაც მან ღვთისმსახურება დაიწყო, მისი ერთი პირველთაგანი საზრუნავი იყო მრევლი და სასწავლებლებში სასულიერო განათლების დამკვიდრება. მე ბედნიერად ვთვლი თავს, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის დაარსებულ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და მქონდა ურთიერთობა მართლაც ღვთით მოვლენილ ადამიანთან.

კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობის 4 ათეული წელი საქართველოს ეკლესიაში უმნიშვნელოვანესი ძვრების ხანაა. აი ამ მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალი, რაც ჩვენი პატრიარქის მწყემსმთავრულ მოღვაწეობას უკავშირდება: 1990 წელს ასრულდა მრავალი მორწმუნე ქართველის ოცნება: უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მას მტკიცების სიგელი, რითაც მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია;  მნიშვნელოვნად გაიზარდა ეპარქიათა რიცხვი; აშენდა მრავალი ეკლესია-მონასტერი, მათ შორის საქართველოში ყველაზე დიდი — წმიდა სამების სახელობის საქათედრო ტაძარი; გაძლიერდა სამონასტრო ცხოვრება; დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. მოხდა ახალი წმიდანების კანონიზირება.

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი საეკლესიო მოღვაწის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დაბადების 150 წლის იუბილეზე ბრძანა: «ღვაწლი და ჯვარი პატრიარქისა ძალიან მძიმეა, მაგრამ უფალი, რომელიც აძლევს ამ ჯვარს, ეხმარება მას მის ტარებაში. 32-დან 52 წლამდე 20 წელია და მე ვფიქრობ, რომ კალისტრატეს გარდა, ვერავინ გაუძლებდა ამ სიმძიმეს».

მჯერა, იმავეს იტყვის შთამომავლობა ჩვენს მძიმე დროში თავად ილია მეორის მოღვაწეობაზე.

ზურაბ ჭუმბურიძე

ლაშა თაბუკაშვილი — პატრიარქი ილია II
ათეისტურ ხანაში გაზრდილს,შემდგომში ბევრი ამპარტავნობის გადალახვა მომიწია საკუთარ თავში, მრავალი დღესაც გადასალახი მაქვს, მაგრამ მთავარი- მამის გარდა, სხვის ხელზე მთხვევის შეუძლებლობა, პატრიარქმა გადამალახინა.

ამაზე ვფიქრობ ახლა, როცა ჩვენი შვეულმფრენი გახშირებული გუგუნით უახლოვდება კოდორის ხეობას. აწ ძალით  გასხვისებულსა და მტრის ჩექმით შეურაცხოფილს, მაშინ სუფთასა და ძლიერს.

უხერხულად ვტორტმანობ ფეხზე მდგარი, რადგან უწმინდესმა ჩათვლიმა და უმალ წამოვხტი, რათა ფრენის ყანტალში, უცაბედად არ შევხებოდი, მაგრამ მან ოდნავ ჩაიღიმა, თვალი გაახილადა  ხელით მანიშნა, დაჯექიო, შემდეგ ჩაილაპარაკა: კურთხევაა!

წინ კოდორის ხეობა, სვანეთი, ლეჩხუმი და შემდეგ რაჭა გველოდა. და სწორედ რაჭაში მომხდარ ეპიზოდზე მინდა მოგითხროთ. ერთ პატარა ისტორიაზე, რომელიც ჩემს სათაყვანებელ პიროვნებას ეხება.

ჩვენი შვეულმფრენი ამბროლაურის აეროპორტში ეშვება. ეს უკვე მეხუთე დღეა მოგზაურობის.უკან დაგვრჩა სვანეთისა და ლეჩხუმის  სალოცავები, ათასობით ადამიანის იმედიანი და სხივიანი სახეები, პატრიარქს რომ შეჰყურებენ ნუგეშით. აქ აეროპორტშიც უამრავი ხალხი ირევა. ბევრია დამხვდური, მრავალი ჩამოსული. მცირე შესვენების შემდეგ სატრაპეზოსკენ დავუყევით. გზად წვიმამ მოგვისწრო, მაგრამ მინდორში გაშლილ თვალუწვდენელ სუფრას შევაფარეთ თავი და რამდენიმე ასეულმა ადამიანმა შეავსო სეფა. უწმინდესმა მცირე ლოცვა აღავლინა…

წვიმა თქეშად იქცა, თქეში მუშტისოდენა სეტყვად, რომელმაც სეფა მიწამდე ჩაღუნა. ხალხში შეშფოთებულმა გუგუნმა გადაირბინა, უწმინდესმა გაიღიმა და იქ შეკრებილთ მიმართა:

-ნუ ღელავთ! თხუთმეტ წუთში წვიმა გადაიღებს და ძალზე სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებით!

ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში დავიტანჯე, ვაითუ არ გადაიღოს, ვაითუ უწმინდესი შეცდა… ის კი მშვიდად ტრაპეზობდა დამის პირდაპირ მჯდომ ქალბატონებს კერძების დაგემოვნებასურჩევდა.

უცებ მოსხიპა წვიმა. უცებ შემოაღწია  მზის სხივმა ჩაბურულ სეფაში. რამდენიმე  მორჩილმა სეფის კალთა ახსნა და ჩვენს წინაშე, უღრუბლო ცაზე, ორი ერთმანეთში გადაჭდობილი ცისარტყელა აბრდღვიალდა.

ახლაც, როცა მისი სიყვარულით სუნთქვა მეკვრის და სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმ ცისარტყელას ვხედავ და ნუგეში მეძლევა.

ღმერთო, საქართველოს უმყოფე პატრიარქი!

ლაშა თაბუკაშვილი

2017 წლის იანვარი.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი — «იუდას სახარება» — უძველესი აპოკრიფის «გაცოცხლება» თანამედროვე სამყაროში
«იუდას სახარება», რომელიც უკანასკნელ წლებში ესოდენ პოპულარული გახდა, რაც დაკავშირებული იყო მის ვითომდა «აღმოჩენასთან», სინამდვილეში უძველესი ქრისტიანული სამყაროსათვის კარგად ცნობილი აპოკრიფია.

იუდა ისკარიოტელი, როგორც მოგეხსენებათ, გახლავთ მაცხოვრის 12 მოწაფიდან ერთ-ერთი. მისი გამცემლობა რადიკალურად უარყოფითად არის შეფასებული საეკლესიო ტრადიციაში. იუდამ თავისი ქმედება, მართალია, შეინანა, მაგრამ სასოწარკვეთილებამდე მივიდა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ყოველივე მოთხრობილია კანონიკურ სახარებებში.

იუდა ისკარიოტელის გამართლდებას ჯერ კიდევ ძველ დროში ცდილობდნენ გარკვეული პირები. ისინი ფიქრობდნენ, რომ იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემა ლოგიკური აღსრულება იყო წმინდა წერილისა. ეს აზრი განსაკუთრებით დომინირებდა გნოსტიკოსებში. მაგალითად, ასე ფიქრობდნენ კაენიტების სექტის წევრები, რომლებიც იუდას ეთაყვანებოდნენ. წმინდა მამა ირინეოს ლიონელი (II საუკუნე) თავის ანტიგნოსტიკურ თხზულებაში – „მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა“ – ამბობს, რომ გნოსტიკოსებს სწამდათ საიდუმლო მოძღვრება, რომელიც ქრისტემ არა მასებს, არამედ გამორჩეულ ადამიანებს გაანდო. მისი მოწმობით, კაენიტებს ჰქონდათ „იუდას სახარება“, რომელიც ავითარებდა აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ იესოს ყველაზე კარგად იუდამ გაუგო. ამის მიუხედავად ამ აპოკრიფის ტექსტი საუკუნეების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.

„იუდას სახარება“ იპოვეს 1978 წელს ეგვიპტეში. იქ, კოპტური სოფლის – ქარარის – განაპირას, სასაფლაოზე, განძის მაძიებლები ერთ სამარხს წააწყდნენ; მართალია, ძვირფასეულობა ვერ იპოვეს, მაგრამ აღმოაჩინეს ტყავში გახვეული წიგნი — კოდექსი. პაპირუსზე ნაწერი მათ კაიროელ ანტიკვარებით მოვაჭრეს მიჰყიდეს, რომელმაც, თავის მხრივ, დაიწყო სპეციალისტის ძებნა, რათა მისი ღირებულება დაეზუსტებინა. ამასობაში პაპირუსი დაავადდა, თან გაყიდვის პროცესიც გაჭიანურდა, რადგან ანტიკვარებით მოვაჭრემ რამდენიმე მილიონი დოლარი მოითხოვა. ცოტა ხანში ამ უკანასკნელის სახლი გაიძარცვა; „იუდას სახარება“ ქურდებმა შვეიცარიაში გაიტანეს. იქაურმა ჰაერმა პაპირუსის დაშლის პროცესი დააჩქარა. მისი გაყიდვაც ვერ ხერხდებოდა; მუზეუმები და ბიბლიოთეკები მის შეძენაზე უარს ამბობდნენ, რადგან გრძნობდნენ, რომ რაღაც კრიმინალთან ჰქონდათ საქმე. ასეთ პირობებში ხელნაწერი იმდენად დაზიანდა, რომ მატლი დაეხვია, რის გამოც საეჭვო სტატუსის პატრონმა ის მაცივრის საყინულეში მოათავსა. იქ პაპირუსის ფურცლები ერთმანეთში აიზილა, დაცომდა და გაქვავდა. ბოლოს, როგორც იქნა, „იუდას სახარება“ ერთი მდიდარი ქალის, ფრიდა თჰაკოს ნუსბერგერუს, საკუთრება გახდა, ამიტომ ეს ხელნაწერი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია სახელით – Codex Tchacos. ამ ქალმა ხელნაწერი იელის უნივერსიტეტში წარადგინა. კოდექსის ტიტულისა და რამდენიმე ფურცლის წაკითხვა მხოლოდ 2000 წლის აპრილში, მისი აღმოჩენიდან თითქმის 22 წლის შემდეგ, მოხერხდა. გაირკვა, რომ ხელნაწერის ტექსტის ენა კოპტური იყო და IV საუკუნეს განეკუთვნებოდა.

2001 წლის 24 ივლისს ხელნაწერის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბაზლში მის შესწავლას შეუდგა კოპტოლოგი როდოლპ კასერი. ტექსტის ნაფლეთების ადგილის განსაზღვრა დღესაც მიმდინარეობს. მისი შესწავლისა და პუბლიკაციის პროცესს „ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება“ აფინანსებს.

კოდექსი წარმოადგენს კრებულს, რომელიც ოთხ თხზულებას მოიცავს: 1) პეტრეს წერილი ფილიპეს; 2) იაკობის აპოკალიფსი; 3) იუდას აპოკალიფსი; 4) ალოგენეს წიგნი; ყველა თხზულება ეკლესიის მიერ აპოკრიფულადაა გამოცხადებული და უარყოფილი. მათგან სამი: I, II, და IV ცნობილია ნაგ-ჰამადის გნოსტიკური ბიბლიოთეკიდანაც, რომელიც 1945 წელს აღმოჩნდა ეგვიპტეში. მეორე, „იაკობის აპოკალიფსი“ თარგმნილია ქართულადაც, სათაურით „თქმული ღვთისმშობლისა შობისათვის“. რაც შეეხება მესამე ძეგლს, უკვე აღვნიშნეთ, რომ მისი არსებობა დღემდე მხოლოდ ირიბი წყაროებით, კერძოდ – ირინეოს ლიონელის ნაშრომით იყო ცნობილი და ამის თაობაზე სპეციალისტთა ვიწრო წრეს მოეხსენებოდა.

რას მოგვითხრობს ეს აპოკრიფი? ის ასე იწყება: „გამოცხადების საიდუმლო უწყება, რომელიც იესომ იუდა ისკარიოტელს მერვე დღეს გაანდო“. თხზულების მიზანია, გაგვაგებინოს, თუ რის საფუძველზე და როგორ აზიარა საყვარელი მოწაფე თავისი მოძღვრების არსს. პირველი სცენა საკმაოდ უცნაურია. 12-ვე მოწაფე ვახშმად ზის; ისინი „ღვთისმოსაობაში“ იწრთობიან. ამ დროს შემოდის იესო. და რას აკეთებს ის? იგი იღიმება, ირონიით იცინის; ის მათ დასცინის. მოწაფეებს მოძღვრის მზერის ატანა არ შეუძლიათ და ისინი მას პირს არიდებენ. მარტო იუდას აღებეჭდება ბრწინვალება და ის მზერას მესიას მიაპყრობს. მხოლოდ იუდამ შეიცნო იესო ქრისტეს მისია წუთისოფელში. იგი მაცხოვრის მეგობარია, რომელმაც მხოლოდ მას ამცნო „ზექვეყნიური“ საიდუმლო. ბოლოს ხდება ის, რაც ქრისტიანულ ტრადიციასთან ერთობ შეუთავსებელი და უცნაურია. იესო სთხოვს საყვარელ მოწაფეს, რომ ის გასცეს, გაყიდოს. მას სურს, დაუბრუნდეს თავის „ზეციურ სამშობლოს“, რისთვისაც მისი ბედისწერა, ჯვარცმა უნდა აღსრულდეს. იგი ეუბნება იუდას: „იცოდე, რომ ამის გამო შენ შეგიძულებენ!“

ტექსტი იესოს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეების ამბებზე გვესაუბრება და ვითარებას ისე წარმოსახავს, რომ მოღალატე იუდა გმირი და ნათელმხილველია. ქრისტე სწორედ მას შთააგონებს უმაღლეს სიბრძნეს.

უეჭველია, რომ ეს აპოკრიფი გნოსტიკური რელიგიის წიაღში შეიქმნა და მასში პირველადაა წარმოჩენილი ქრისტესა და იუდას განსხვავებული ურთიერთობა. იგი ბერძნულად უნდა დაწერილიყო და მოგვიანებით ითარგმნა კოპტურად.

ეკლესიური თვალსაზრისით, იუდა არის ვერცხლისმოყვარეობის მსხვერპლი, ადამიანი, რომელმაც თავი ვერ დააღწია ანგარებას და ამის გამო საკუთარი მოძღვარიც გასცა. ეს ფაქტი არ იყო წინასწარ განსაზღვრული ფატალური გარდაუვლობით, როგორც ეს ესმის ბევრს. იუდას ანგარება აისახა ბევრ მხატვრულ ძეგლშიც. ჰ. ჰაინეს თქმით, მაგალითად, ყოველგვარი სიმდიდრე და სიმდიდრის სიყვარული თავის თავში იუდას კომპლექსს მოიცავს: ,,ყველა მდიდარი იუდა ისკარიოტელია’’.

იუდას ღალატის მეორენაირი ახსნა შორს არაა პირველისგან, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ამ ვერსიის თანახმად, იუდა არის ანგარებიანი, ოღონდ ეროვნულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, და მისი რელიგიური იდეალი ებრაელთა სამეფოს აღდგენაა. მან იესო ქრისტე ისრაელის დიდების განმაახლებლად მიიჩნია. იუდა იყო კაცი, რომელიც საკუთარი თავისა და სამშობლოს ამქვეყნიურ დიდებას ეტრფოდა და მოძღვარს, იესოს, ამის გამო ეთაყვანებოდა. აღმოჩნდა, რომ იესოს არამცთუ არ აინტერესებდა კაცთა მოდგმისა და, კერძოდ, ისრაელის ამქვეყნიური დიდება, არამედ ამას ამაოებად მიიჩნევდა. ასე რომ, პატრიოტმა მოწაფემ კოსმოპოლიტი მოძღვარი მოიძულა. იესოსა და იუდას ეს ურთიერთობა, სხვათა შორის, ასახულია ჯიბრან ხალილ ჯიბრანის რომანში – ,,იესო ძე კაცისა“.

მოკლედ: თუკი ერთი პოზიციის თანახმად, იუდა ანგარებიანია და ყველა ამგვარი ადამიანი გარკვეულწილად იუდას ცოდვასთან თანაზიარია, მეორე შეხედულებით, ის ნაცისტი პატრიოტია და ამ ლოგიკით ყველა ნაცისტი პატრიოტიც იუდას მიმბაძველია. ორივე პოზიციას, არსებით ერთსა და იმავეს, უპირისპირდება მესამე — იუდა სინამდვილეში იესო ქრისტეს ყველაზე ერთგული მოციქულია. ის მისი საქმის ჭეშმარიტი თანამოსაგრეა. ესაა ,,იუდას სახარების’’ პათოსი და შინაარსი; მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს აზრი არა მარტო ამ წიგნის საღვთო წიგნად მიმჩნევთა წრეში არსებობდა, არამედ სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ჰუმანიზმშიც. მესამე პოზიციის სიცოცხლისუნარიანობის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ქართველი პოეტის, მ. ქვლივიძის, ლექსი ,,იუდას მონოლოგი’’, რომლის შინაარსი და იდეა თითქოს ,,იუდას სახარების’’ იდენტურია. იქაც, როგორც აპოკრიფულ სახარებაში, იესო იატაკს დასცქერის და იღიმება (,,დასთამაშებდა პირზე ღიმილი’’). ავტორი, როგორც ჩანს, ემყარება იესო ქრისტეს სიტყვებს: ,,როგორ აღსრულდება წერილი, ეს რომ არ მოხდეს?’’. ამ სიტყვებს იუდას აპოლოგეტები შემდეგნაირად ხსნიან: როგორ აღასრულებდა იესო ქრისტე საკუთარ მისიას იუდას გარეშე?! მ. ქვლივიძის ლექსშიც იუდა ცდილობს ქრისტეს ამ მხრივ ,,გადარჩენას’’: ,,უნდა გავწირო კაცი იესო, ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო’’.

,,იუდას სახარების’’ აპოკრიფის განხილვის ბოლოს ორიოდე სიტყვით უნდა ვახსენოთ ცნობილი არგენტინელი მწერლის, მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ლ. ბორხესის, ნარკვევი ,,იუდას ღალატის სამი ვერსია’’.

საკუთრივ ბორხესი განიხილავს ნ. რუნებერგის წიგნს, რომელშიც ავტორი იუდას გამართლებას ცდილობს. რუნებერგის თქმით, იუდამ ,,უარყო ღირსება, სიკეთე, სიმშვიდე, სასუფეველი, ისევე როგორც ნაკლები ღირსებით აღჭურვილნი უარყოფენ სიამოვნებას… მის ქმედებებში გრანდიოზული თავმდაბლობა ჩანდა, იგი არ თვლიდა თავს იმის ღირსად, რომ კეთილი ყოფილიყო’’. როგორც ბორხესი ამბობს, რუნებერგმა ძის ხატება ახალი ბოროტებისა და ბედუკუღმართობის ნაკვთებით გაამდიდრა.

იუდას სახეს მიეძღვნა ქართველი მწერლის, შიო არაგვისპირელის, ნოველა – ,,იუდა’’ (1897), რომელშიც ნაჩვენებია გამცემის სახე. იგი ძრწის, ვინაიდან მას ხალხი გამყიდველს უწოდებს. იუდას დედის აჩრდილიც ეცხადება და ეუბნება: ,,შვილო, იწამე… ის ძე ღვთისაა!’’. ამის მიუხედავად, სასოწარკვეთილი იუდა თავს იკლავს.

იმავე სათაურით — ,,იუდა’’ მოთხრობა გამოაქვეყნა ქართველმა მწერალმა და მთარგმნელმა ა. ჭუმბაძემ. იგი დაბეჭდა კრებულში — ,,იდუმალი ძალა’’ (1925).

რუსულ მწერლობაში ვიდრე ლეონიდ ანდრეევი დაწერდა თავის ცნობილ მოთხრობა ,,იუდა ისკარიოტელს’’, ს. ნადსონმა შექმნა პოემა ,,იუდა’’, რომელიც ქართულად ი. ფერაძემ თარგმნა და 1898 წელს გამოსცა.

2003 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის რომანი — ,,დავინჩის კოდი’’, რომლის საფუძველზე ფილმიც გადაიღეს. ეს სკანდალური რომანი იმეორებს აზრს, რომ უძველესი აპოკრიფები, როგორც ქრისტეს ცხოვრების ამა თუ იმ დეტალის მაუწყებელი ტექსტები, ეკლესიამ უსამართლოდ ამოიღო ხმარებიდან და გაანადგურა, მაგრამ მაინც შემორჩა მათი გარკვეული ნაწილი. სხვაა ქრისტეს ცხოვრება ოთხთავში და სხვა – არაკანონიკური სახარებების მიხედვით, რომელთა ჭეშმარიტებაც არ აღიარა უძველესმა საეკლესიო იერარქიამ. იესო ქრისტეს ცხოვრების ნამდვილი ამბავი საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო მხოლოდ განდობილი, რჩეული ადამიანებისთვის, რომელნიც ამ ინფორმაციას არასგზით არ უმხელდნენ ფართო საზოგადოებას.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

ეკა ფალიანი — ეს ჩვენი პატრიარქია
საქართველოს პატრიარქი,უწმიდესი და უნეტარესი ილია II 1977 წელს აღსაყდრდა. მას შემდეგ 40 წელი გადის. დიდია ჯვარი ქართველი ერის პატრიარქისა. ერის, რომლის ნიჭიერებას, დიდსულოვნებას, სიყვარულის გრძნობის მრავალფეროვნებას, სათნოებას, თავმდაბლობას, საზღვარი არ აქვს!

მოდის პატრიაქი თავის ერთან ერთად. მოაბიჯებს დინჯი, მშვიდი აუჩქარელი და ჩვენს შეცოდებებ სლოცვით და გულწრფელი ცრემლებით ჩვენს მაგივრად ინანიებს. ქადაგებს სიყვარულს,შენდობას და თავმდაბლობას. მოდის ღვაწლმოსილი, ხანშიშესული, ჩვენი სულიერი მამა, უსათნოესი პატრიარქი და უფალს თანაბრად ავედრებს ღირსი და უღირსი შვილების სულებს. მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს დაცემული ძმა და მტერიც ჩვენი.

ქადაგებს ჩვენი პატრიარქი: «მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არა რის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობის მოყვარე გული უნდა გვქონდეს. მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას». სწორედაც რომ არ არის იოლი, იყო მრავალნატანჯი, ბევრჯერ მკვდრეთით აღმდგარი, ჭირთამთმენი და მუდმივად განსაცდელში მყოფი ქვეყნის პატრიარქი. მადლობა მას დიდი მოთმინებისათვის, შენდობისათვის. იგი ხომ თანაბრად ლოცულობს ყველასთვის, მათ შორის იმ უგუნურთათვისაც, რომელთაც შეუბედავთ აუგი მისთვის. ჩვენ გვამხნევებს, რომ სჯერა პატრიარქს, «მალედადგებაისდრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს და გაერთიანებულ ერს».

ლოცულობს ჩვენი პატრიარქი: «ღმერთმა ინებოს რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენიგადარჩენა». ხელის გულზე ვყავართ პატრიარქს, ქადაგებს ერი სგამრავლებას, გვინათლავს შვილებს, შეგვინდობს, გვეფერება, შეგვაგონებს….

გვიყვარდეს, პატივივცეთ, გულისყურით მოვუსმინოთ ჩვენს უწმიდესს და უნეტარესს, ჩვენს ბრძენ სულიერ მამას!

ჟურნალისტი ეკა ფალიანი