თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მიმართვა

ამა წლის 24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით მოეწყო გამოფენა, რომელზეც სხვებთან ერთად გამოიფინა ნახატი სახელწოდებით ”თვითმკვლელი ქალწული”.
ამ ფაქტს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის დიდი აღშფოთება მოჰყვა, მათ შორის – თვით ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ვუერთდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პროტესტს და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ვთხოვთ, გაითვალისწინოს მართლმადიდებელი ეკლესიის აზრი და ნუღარ დაუშვებს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ მოქმედებებს.

იმავდროულად, მივმართავთ სხვა სასწავლებელთა ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გამოთქვან საკუთარი აზრი, რათა დაიცვან ქრისტიანული ღირებულებები თავდასხმისაგან.

20/11/15

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტთა მიმართვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>