რომის პაპის ვიზიტი საქართველოში

ა/წ 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით თბილისს სტუმრობდა რომის პაპი ფრანცისკე. მას აეროპორტში დახვდნენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. უწმინდესს სხვა სასულიერო პირებთან ერთად თან ახლდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. პრეზიდენტის სასახლეში მაღალი სტუმარი გულთბილად მიიღეს, პონტიფექსი აქვე შეხვდა მთავრობის სხვა წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებს. მაგრამ რომის პაპის ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელისადმი, თუ რა სახის იქნებოდა ორი ეკლესიის მეთაურთა შეხვედრა. უწმინდესმა და უნეტარესმა, ეყრდნობოდა რა სიყვარულის ღვთაებრივ ცნებას, ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა და უდიდესი პატივით მიიღო კათოლიკური ეკლესიის პირველი პირი. მისასალმებელ სიტყვაში მან ბრძანა: “მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეებიდან რომის ეკლესიასთან სარწმუნოებრივი ერთობა აღარ გვქონდა, კავშირი არ შეწყვეტილა და იგი სამეცნიერო-კულტურულ სფეროს მოიცავდა.”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არ დასწრებიან მეორე დღეს პაპის მიერ ჩატარებულ მესას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რითაც ხაზი გაესვა ჩვენი ეკლესიის ურყევ დგომას მართლმადიდებლობასა ზედა. რომის პაპის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში სვეტიცხოვლის ტაძრის მონახულებით დასრულდა. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რომისა და საქართველოს ეკლესიები ძმების – პეტრე და ანდრია მოციქულების – დაარსებულია და ძმური სიყვარული და პატივისცემა ამ ეკლესიებს შორის ყოველთვის არსებობდა.

პაპმა ფრანცისკემ იტალიაში გამგზავრებისას აღნიშნა: “საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა – ერთი არის თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით. ის არის ღვთის კაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას.”

რომის პაპის ვიზიტს საქართველოში მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

 

13/10/16

0 Responses on რომის პაპის ვიზიტი საქართველოში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>