სვეტიცხოვლობა

ხვალ, 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმით აღნიშნავს სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულს, წმინდა მოციქულთასწორთა – მირიან მეფისა და ნანა დედოფლის, და ასევე, წმინდა სიდონიასა და აბიათარ მღვდლის, ურიაყოფილის ხსნებას (მე-4 ს.).

ტრადიციულად, ამ დღეს სვეტიცხოვლის ტაძაში საზეიმო წირვას ასრულებს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ხვალ სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. საზეიმო წირვა 10 საათზე იწყება.

სვეტიცხოველი საქართველოში არსებული ერთ-ერთი დიდი კათედრალია ალავერდის, ოშკისა და ბაგრატის ტაძრებთან ერთად, და ის თორმეტი მოციქულის სახელს ატარებს. დღევანდელი სახით ტაძარი მე-11 ს-ში იქნა აგებული კათოლიკოს მელქისედეკ I-ის კურთხევით, უწინდელი მცირე ზომის ბაზილიკის ადგილზე, რომელიც მე-5 ს-ში აღუმართავს წმ. მეფე ვახტანგ გორგასალს ხის ეკლესიის ნაცვლად.

სვეტიცხოველში კაცობრიობის ორი უდიდესი საგანძური ინახება: კვართი უფლისა – ახალაღთქმისეული უდიდესი სიწმინდე, და დიდი ელია წინასწარმეტყველის ხალენი – უდიდესი სიწმინდე ძველი აღთქმისა. ძველისა და ახალი დროის ამ სახით შეხვედრა სვეტიცხოველში სიმბოლურად უდროობის, ანუ მარადიულობის მიმანიშნებელია. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გილოცავთ სვეტიცხოვლობას და ყველას გისურვებთ მარადიულ, ცხოველ სიხარულში წილნაყარობას.

“კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოÁსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რათა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.”

13/10/16

0 Responses on სვეტიცხოვლობა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>