დილპომების დაცვა

25 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა დიპლომების დაცვა. სამეცნიერო საბჭოს წევრთა და სხვა პედაგოგთა წინაშე წარდგნენ 2013 წლის კურსდამთავრებულები: ლაშა ცუხიშვილი და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი.

25 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა დიპლომების დაცვა. სამეცნიერო საბჭოს წევრთა და სხვა პედაგოგთა წინაშე წარდგნენ 2013 წლის კურსდამთავრებულები: ლაშა ცუხიშვილი და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი.

ლაშა ცუხიშვილის სადიპლომო ნაშრომის თემაა: “საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები პირველი ათასწლეულის მიხედვით.” ნაშრომის ხელმძღვანელია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რეცენზენტი – დურმიშხან ლაშხი, ისტორიის აკადემიური დოქტორი. მოხსენება მსმენელთათვის საინტერესო აღმოჩნდა, მის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ – საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, მღვდელმა ლონგინოზ სუარიშვილმა – თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ – პატრისტიკის კათედრის გამგემ.

მეორე სადიპლომო ნაშრომი, სახელწოდებით: “ქართული ეკლესია-მონასტრები წმინდა მიწაზე,” განსასჯელად წარადგინა დეკანოზმა გიორგი გელუტაშვილმა. ნაშრომის ხელმძღვანელობა გასწია პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა, ხოლო რეცენზია წარმოადგინა პროფესორმა მერაბ ვაჩნაძემ. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პეოფესორებმა: სერგო ვარდოსანიძემ, ედიშერ ჭელიძემ, მაია რაფავამ, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ.
ორივე სადიპლომო ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, და ლაშა ცუხიშვილსა და დეკანოზ გიორგი გელუკაშვილს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი ერთხმად მიენიჭათ.

ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/pg/tsas.edu.ge/photos/?tab=album&album_id=745161928984784

24/02/17

0 Responses on დილპომების დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>