თბილისის სასულიერო აკადემიის კიდევ ერთი გამოცემული წიგნი

თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობამ კიდევ ერთი ახალი პუბლიკაციით გაამდიდრა სასულიერო საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ბიბლიოთეკები – დაიბეჭდა “მართლმადიდებელი ეკლესიის აღმოსავლეთის საპატრიარქოები (მე-9 საუკუნემდე)”. ეს არის პროფესორ ს.ა. ტერნოვსკის ცნობილი ნაშრომი. ბიბლიური გეოგრაფიის ცოდნა აუცილებელია წმინდა წერილის ჯეროვნად გაგებისათვის. ამ წიგნში სწორედ ადრეული შუა საუკუნეების ეპოქის ისტორიული გეოგრაფიის პრობლემები არის განხილული.
ასახულია აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ეკლესიების ისტორია – მოთხრობილია იერუსალიმის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების, ასევე, სპარსეთისა და კვიპროსის ეკლესიების შესახებ.
ნაშრომს ახლავს რედაქტორის წინასიტყვა და, ასევე, უხვად არის წარმოდგენილი სარედაქციო განმარტებები, ამასთან, წიგნში გვხვდება თხუთმეტამდე ფერადი ილუსტრაცია.
წიგნის თარგმანი შეასრულა ქალბატონმა ნორა გაბრიაძემ, რედაქტორია თამარ ჩუბინიძე, რეცენზენტი – დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი. ნაშრომი განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასულიერო სასწავლებლის სტუდენტებისათვის.

21/06/17

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიის კიდევ ერთი გამოცემული წიგნი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>