ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

თბილისის სასულიერო აკადემიასა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 28 ოქტომბერს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამხედრო აკადემიის ოცდათხუთმეტი წარმომადგენელი მცხეთაში მობრძანდა. სტუმართა შორის იყვნენ სამხედრო აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ვიცე-პოლკოვნიკი ზურა მჭედლიშვილი, პედაგოგები და სტუდენტები. სასულიერო აკადემიას წარმოადგენდნენე პრორექტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პედაგოგები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ამ შეხვედრას მასპინძლობა გაუწია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა სერაფიმე ჭედიამ, რომელიც, ამავე დროს, სასულიერო აკადემიის მოძღვარიც გახლავთ.

უპირველეს ყოვლისა, ჩატარდა საგანგებო წირვა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების მოსახსენებლად. წირვის შემდეგ მოეწყო მცირე ექსკურსია და ტაძარში სამადლობელი პარაკლისი იქნა გადახდილი. სამრევლოს შენობაში მამა სერაფიმემ სტუმრებს ტაძრის ისტორია მოუთხრო. აკადემიის პროფესორმა ნუგზარ სამხარაძემ წაიკითხა ლექცია “ქრისტიანული სიმბოლიკის შესახებ.”

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მეგობრული ტრაპეზი, სუფრას დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურამ უხელმძღვანელა.

29/10/17

0 Responses on ერთობლივი ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>