დღეს მისი უწმინდესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე 85 წლის გახდა.
დიდება, მადლობა და თაყვანისცემა უფალს, რომ საქართველოს მისი სახით მოუვლინა სულიერი წინამძღვარი, როგორც ისრაელს, ცოდვაში ჩაცვენილსა და მტერთაგან ძლეულს, აღუდგენდა ხოლმე წინასწარმეტყველთ სულისა და ხორცის სახსნელად.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დაბადების დღეს ულოცავს მის უწმინდესობას, და მთელ ქართველ ხალხთან ერთად უფალსვე შესთხოვს, მრავალჟამიერ არ მოგვკლებოდეს ჩვენი საყვარელი პატრიარქის მამობრივი ზრუნვა და მფარველობა!
დღეგრძელობასა და გამარჯვებას, ჩვენი ეკლესიის ძლიერებას, საქართველოს გამთლიანებას გისურვებთ, თქვენო უწმინდესობავ!
0 Responses on საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 85 წლისაა"