ქრისტეს შობიდან მერვე დღეს ყრმა იესოზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს.

ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა – უპირველესად, ეს იყო მაუწყებელი იმისა, რომ მაცხოვარმა თავის ქმნილებისადმი სიყვარულის ნიშნად სრულად დაიმდაბლა თავი და მიიღო ყოველივე კაცობრივი.
სჯულის შემოქმედმა უფალმა წინადაცვეთით თავად აღასრულა სჯულის მოთხოვნა, ამით მან მორჩილებისა და თავმდაბლობის მაგალითი დაგვიდო. სწორედ მაშინ ეწოდა მას იესო.
ამავე დროს, წინადაცვეთა ნათლისღების წინასახედ უნდა აღვიქვათ, ახალ აღთქმაში ის ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

ახალი სტილით 14 იანვარი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ბასილი დიდის ხსენების დღედ არის დადგენილი. ბასილი დიდი მეოთხე საუკუნის მოღვაწეა – დიდი მღვდელმთავარი, კაპადოკიის კესარიის არქიეპისკოპოსი, საეკლესიო მწერალი და ღვთისმეტყველი. იგი იყო მართლმადიდებლობის უდიდესი ქომაგი და ჭეშმარიტი ეკლესიის ბურჯი, სასწაულთა მიერ შემკული და სულთა უკეთურთა მაოტებელი.
გილოცავთ ამ დღეს, დაე, ქრისტე იესომ მოიღოს წყალობა ჩვენზე, ბასილი დიდის ლოცვა შეეწიოს ჩვენს ოჯახებს!

ტროპარი:
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა შენი, რომელმანცა შეიწყნარა სიტყვაი შენი,
რომლითა ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სარწმუნოება,
ბუნებანი დაბადებულთანი გამოაცხადენ,
წესნი კაცთანი განაბრწყინვენ და სამეუფო იგი მღვდელობა განაშვgენე,
წმიდაო მღვდელმთავარო ბასილი,
ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:
გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა,
და მიანიჭებ ყოველთა კაცთა მადლთა საღმრთოთა,
რამეთუ განფინენ სწავლანი საღმრთონი ყოველსა ქუეყანასა ზედა,
და ბრწყინავ ზეცათა შინა ყოვლად პატიოსანო მნათობო სოფლისაო,
ღირსო ბასილი.

14/01/18

0 Responses on ქრისტეს შობიდან მერვე დღეს ყრმა იესოზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს."

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>