წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ამინ!

როგორც ცნობილია, საქართველოში ბრძანდება  ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ხსენებული სიწმინდე ჩვენს ქვეყანაში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და იგი სამშობლოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. სიწმინდემ უკვე მოიარა თითქმის მთელი საქართველო. დღეს კი იგი საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში მოაბრძანეს. საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებმა. წმინდა ნაწილებს თაყვანი სცეს ამავე სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმაც.

წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული იყო. იგი დაახლოებით 1570 წელს დაიბადა. ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინდა. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდანვე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხ თვეში, 1602 წელს კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა.

1605 წელს, ირანის შაჰის, აბასისაგან შეგულიანებულმა დავითის ძმამ, კონსტანტინემ საკუთარი მამა და ძმა – მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა. ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე (იგი მოკლეს). 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი. მომავალი წმინდანი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს.

შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723 წელს), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერში), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარში) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). ქეთევან დედოფლის წამება აღწერა თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“).

წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ამინ!

02/02/18

0 Responses on წმინდა ქეთევან დედოფლის მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, ამინ!"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>