წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს არცერთ ტაძარში წირვა არ აღესრულება, ვინაიდან ადამიანთა გამოსახსნელად თვით განკაცებული ღმერთი შეიწირა მსხვერპლად. ის  ყველაზე ტრაგიკული დღეცაა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან  ადამიანთა მოდგმამ საკუთარი განკაცებული შემოქმედი ვერ შეიცნო, ჯვარზე გააკრა და სიკვდილი მიუსაჯა მას, ვინც კაცობრიობას მარადიული ცხოვრება მიმადლა. ხალხმა გოლგოთაზე გაასამართლა მათთვის ზეციდან ადამიანური ბუნებით მოსული უფალი.

წითელ პარასკევს ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის შუა ტაძარში საგანგებოდ გამზადებულ ჩასასვენებელში, ჯვრიდან მაცხოვრის გარდამოხსნის სცენის ამსახველი ტილოა დაბრძანებული. საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას გვაგონებს, სამღვდელოება და მრევლი კი გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას აღასრულებს და მათთვის ჯვარცმულ უფალს ეთაყვანება.

დამკვიდრებული ტრადიციით ამ დღეს წითლად ღებავენ კვერცხებს   და პასკას აცხობენ. ორივე მათგანს თავისებური დატვირთვა აქვს: წითლად შეღებილი კვერცხი ახალი სიცოცხლის სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარმა მოგვანიჭა მისი ცხოველმყოფელი სისხლის დაღვრით, ხოლო პასკა, თავისი ფორმით გოლგოთის იმ მთას გვაგონებს, სადაც კაცობრიობის გამოსახსნელად ჯვარს ეცვა ქრისტე.

06/04/18

0 Responses on წითელი პარასკევი "

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>