2018 წლის 23-25 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა თსას-ის დაარსების 30-ე წლისთავს. კონფერენცია გახსნა თსას-ის რექტორმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან კონფერენციის მონაწილეებს შეახსენა, რომ 1988 წელს სასულიერო აკადემია-სემინარიის დაარსება პატრიარქის დიდი დამსახურებაა, რომელიც დაგვირგვინდა დოქტორანტურის შექმნით. მისი უდიდესი ავტორიტეტითა და მეუფე ანანიას მხარდაჭერით, აკადემიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო, სადაც პირველად გახდა შესაძლებელი საქართველოში თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება. რექტორმა ისაუბრა აკადემიის როლზე სტუდენტთა სულიერი მდგომარეობის ამაღლების საქმეში, ყურადღება გაამახვილა საერო და სასულიერო განათლების შერწყმის დიდ მნიშვნელობასა და სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.
პლენარული სხდომის პირველმა მომხსენებელმა, მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), ხაზგასმით აღნიშნა, რომ უთუოდ დასაფასებელია თსას-ის რექტორის _ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მცდელობა აკადემია-სემინარიაში წესრიგის დამყარებაზე, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სასწავლო და სამეცნიერო პროცესების ნორმალურ რეჟიმში წარმართვა. მან გულისტკივილი გამოხატა იმ არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო, რაც ბოლო ხანებში აშკარად იგრძნობა საქართველოს ეკლესიისა და სასულიერო აკადემია-სემინარიის მიმართ. მეუფე ანანიამ ეს მდგომარეობა შეადარა XX საუკუნის დასაწყისში ჩვენს ქვეყანაში დათესილ ნიჰილიზმს. ამის საილუსტრაციოდ მან ილია ჭავჭავაძის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ მაშინაც მიმდინარეობდა ბრძოლა ავტორიტეტების წინააღმდეგ. მათ თავდაპირველად მორალურად გაანადგურეს ილია. ისინი გაზეთ ”კვალში” ბეჭდავდნენ საშინელ წერილებს. საზოგადოებამ ხმა არ აიმაღლა ცილისმწამებლების წინააღმდეგ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ილიას საკუთარ გაზეთ ”ივერიაში”-ც კი არ დაუბეჭდეს საპასუხო წერილი. მეუფე ანანიამ ყველას სულიერი სიმტკიცისაკენ მოუწოდა და დასძინა, რომ განათლებას ახლავს ის ნათელი, რომელიც ყოველთვის სძლევს ბნელს.
შემდეგ ყველა მომხსენებელი საკუთარი თემით წარდგა მსმენელთა წინაშე და ბოლოს, შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ღვთისმეტყველების დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კონფერენცია ყველა ჩვენგანისთვის პრესტიჟის საკითხია. ჩვენს ქვეყანაში სასწავლო და სამეცნიერო პროცესში ჩართულობის მხრივ თსას ერთ-ერთი მოწინავეა. ამის დასტურია ის პუბლიკაციები, რომელთა ხარისხშიც ყველაზე თვალსაჩინოდ ვლინდება მოღვაწეობის წინარე ეტაპები, რომ სწავლების სისტემის ორგანიზება, რომელიც თსას-ში დღეს უმაღლეს დონეზეა, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობითა და პედკოლექტივის თავდაუზოგავი შრომის შედეგადაა მიღწეული.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარდგნენ:
მიტროპოლიტი პროფ. ანანია ჯაფარიძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – უახლესი ქართული ისტორიოგრაფიის მესაჭე.
დეკანოზი პროფ. ბიძინა გუნია – პირველშეწირული ლიტურგიის აღსრულების თაობაზე.
პროფ. სერგო ვარდოსანიძე – კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ინსტიტუტი XX საუკუნეში.
პროფ. მაია რაფავა – ქართული მთარგმნელობითი ტრადიციის სათავეებთან – გრიგოლ ღვთისმეტყველის “ნათლისღების” საკითხავი მრავალთავებში.
ხელოვნებათმცოდნეობისდოქტორიმარიამდიდებულიძე – ყინწვისის მოხატულობათანადროულიბიზანტიურიხელოვნებისკონტექსტში.
დეკანოზიპროფ. გიორგიგუგუშვილი – წმინდაწერილისქართულენაზებეჭდურიგამოცემებისისტორიიდან.
დეკანოზიპროფ. მაქსიმეჭანტურია – ისტორიისღვთისმეტყველება.
პროფ. ლელახაჩიძე – ბიზანტიურიჰიმნოგრაფიისუძველესინიმუშიდამისიავტორი.
ბიბლეისტიკის, ეკლესიისისტორიის, ასკეტიკისადალიტურგიკის სექციაა-ს ( აუდ. №10) ხელმძღვანელობდა დეკანოზიპროფ. გიორგიგუგუშვილი
მომხსენებლები:
პროფ. თეიმურაზ ბუაძე – ორი სეკულარიზმი.
დოქტორანტი ნუგზარ ქოქიაშვილი – აპოკრიფულ წიგნთა ინდექსების ურთიერთმიმართების საკითხი.
დოქტორანტი ცოტნე ჩხეიძე – საწინასწარმეტყველო “სიმბოლური ქმედების” რაობა ძველ აღთქმაში.
დოქტორანტი ზაქარი აბლიაძე – ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ეპოქა.
დოქტორანტი რევაზ მუჯირიშვილი წმ.გრიგოლ ნოსელის “დიდი კათექეტური სიტყვის” ქართული თარგმანის გამოცემის ერთი ადგილის შენიშვნის შესახებ.
მღვდელი ნიკოლოზ სხულუხია – ძველი აღთქმის კანონმდებლობის მიმართება ხატთან და გამოსახულებათა მართებულობასთან დაკავშირებით წმ. იოანე დამასკელის მიხედვით.
დოქტორანტი მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე – ღვთისმსახურება მოციქულთა ხანაში.
ბიბლეისტიკის, ეკლესიის ისტორიის, ასკეტიკისა და ლიტურგიკის სექციაბ-ს( აუდ. № 8)ხელმძღვანელობდა არქიდიაკონი პროფ. დემეტრე დავითაშვილი
მომხსენებლები:
პროფ. გვანცა კოპლატაძე – რომანოზ მელოდოსის ჰიმნოგრაფია.
ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი – ალექსანდრე ოქროპირიძე და ქართული საგალობლები.
თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია – წმ. დიონისე არეოპაგელის სწავლება დაცემული ანგელოზების შესახებ.
დოქტორანტი გიორგი ჯულაყიძე – დიდი შაბათის სანთლების კურთხევის წესი ძველი ქართული ლექციონარების მიხედვით.
დოქტორანტი ქეთევან გვაზავა – ლიტურგიული ქრონოტოპი და საგალობლის დროსივრცულობა.
ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი – წმ. ამონის ასკეტურ სწავლათა ძველი ქართული თარგმანი.
თეოლოგიის მაგისტრი დიაკვანი გიორგი ვაშალომიძე – მაცხოვრის მარჯვნივ თანაჯვარცმული ავაზაკის შესახებ.
ქართულიენის, ლიტერატურისა და უცხო ენათა სექციას (აუდ. №5)ხელმძღვანელობდნენ: პროფ. გვანცა კოპლატაძე, ფილოლოგიის დოქტორი ხათუნ ამემანიშვილი-კალანდარიშვილი
მომხსენებლები:
ფილოლოგიი სდოქტორი ჯული შოშიაშვილი – სიტყვა წარმოების პრინციპები ბერძნულსა და ქართულში ბერძნულ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონის მასალების მიხედვით.
ფილოლოგიის დოქტორი მარინე მამულაშვილი-ბოტკოველი – სპეციფიკური კულტურული ელემენტების ასახვა მხატვრულ თარგმანში.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე – აკაკი წერეთლის ერთი პერსონაჟის შექსპირისეული წარმომავლობა.
ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა-თერგდალეულები და ქართული თეატრი.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო ღლონტი – “ხია” ზმნის დანიშნულებისათვის წმინდა სახარებაში.
ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა მემანიშვილი-კალანდარიშვილი – წმ. ნინოს ღვაწლი და ერისთვით გამორკვევის საკითხი.
დოქტორანტი ხათუნა ნიშნიანიძე – ბიბლიური დრო და სივრცე “დავითიანში”.
საქართველოს ისტორიის, ფილოსოფიის, ქრისტიანული ხელოვნებისა და ხატწერა-რესტავრაციის სექციას( აუდ. №12) ხელმძღვანელობდნენ: პროფ. სერგო ვარდოსანიძე, პროფ. მერაბ ბუჩუკური
პროფ. მერაბბუჩუკური – მონუმენტური ხატწერის ნიმუშების მოხსნის მეთოდოლოგია, როგორც უკიდურესი ზომა კონსერვაცია-რესტავრაციაში (დერჩის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის VII საუკუნის კედლის მოხატულობის მაგალითზე).
გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მურად ტყემალაძე – რკინის ოქსიდის შემცველი ბუნებრივი მასალები ქართულ საეკლესიო მხატვრობაში.
პროფ. ელდარ ბუბულაშვილი – საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა და ქართული ეკლესია.
პროფ. ნინო თომაძე – “დად ქცეული ცოლის” ამბავი (ჰენრიხ VIII და მისი მეოთხე ცოლი).
ხელოვნებათმცოდნეობი სდოქტორი ასმათ ოქროპირიძე – ოშკის რელიეფების ერთი სემანტიკური თავისებურებისათვის.
თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – შუასაუკუნეების ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოთა მოკლე ანალიზი.
0 Responses on კონფერენცია"