მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ ხეცურიანის ლექცია

14 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრა მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი რამაზ ხეცურიანი, რომელმაც წაიკითხა საჯარო ლექცია, თემაზე: ,,ტვინი და რწმენა“.
ლექცია სამედიცინო და ანატომიური პროფილის ზოგად საკითხებთან ერთად ეხებოდა თვითშთაგონების, ლოცვის და ჰიპნოზის გავლენას ტვინის ფუნქციებზე. მომხსენებლმა ისაუბრა ნეირომეცნიერებაში 21-ე საუკუნის კვლევის ძირითად მიმართულებაზე. დღეისათვის, მიუხედავად კოლოსალური რაოდენობის კვლევებისა, ადამიანის თავის ტვინი ისევ საიდუმლოებით მოცული ორგანოა და მისი შესწავლა ინტერდისციპლინარული მეთოდით არის აუცილებელი.
ლექციას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამავე სასწავლებლის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონი (ცინცაძე), პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მოწვეულ სტუმარს სიტყვით მიმართა სასწავლებლის რექტორმა, რომელმაც ისაუბრა ბატონი რამაზ ხეცურიანის სამეცნიერო მოღვაწეობისა და დამსახურებების შესახებ. რექტორმა შენიშნა, რომ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელები და სასწავლებლის სტუდენტები განსაკუთრებული ინტერესით ისმენენ სხვადასხვა ასპექტით საინტერესო საჯარო ლექციებსა თუ მოხსენებებს, რაც მათი განათლების დონეს უფრო აამაღლებს.
წაკითხულმა ლექციამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც გამოიხატა აუდიტორიის მიერ ბატონი რამაზისადმი დასმული შეკითხვებით. თავის მხრივ, კი, სტუმარმა ამომწურავად უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
დასასრულს, მომხსენებელმა, პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა მადლიერება გამოხატა პირადად სასწავლებლის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიმართ მისი დაუღალავი მოღვაწეობისთვის საქართველოს
ეკლესიაში და სასულიერო აკადემიაში ინტერესიანი და მაღალი აკადემიური
დონის სტუდენტთა აუდიტორიისთვის.

14/11/18

0 Responses on მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ რამაზ ხეცურიანის ლექცია"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>