2018 წლის 17 დეკემბერს სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულების წმინდა გიორგის სახელობის ილორის ეკლესიის მღვდელმსახურის ნიკოლოზ სხულუხიას სამაგისტრო ნაშრომის : „ხატმებრძოლეობის ერესი და წმინდა იოვანე დამასკელის სამი აპოლოგეტური სიტყვა წმინდა ხატთა დასაცავად“.და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის ირაკლი ნემსაძის სამაგისტრო ნაშრომის: „იოანე ოქროპირის თხზულებანი იუდეველთა წინააღმდეგ და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“, დაცვა. ორივე ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე. რეცენზენტი თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.
დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები. აგრეთვე თბილსში სტუმრად მყოფი ბუქარესტის წმ. ანთიმოზ ივერიელის მონასტრის მღვდელმსახური, თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის დოქტორი, არქიმანდრიტი მიხაილ სტანჩიიუ.
მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები.
მაგისტრნტმა მამა ნიკოლოზ სხულუხიამ ისაუბრა ნაშრომში განხილულ საკითხზე, კერძოდ, ხატმებრძოლობის ერესის ისტორიაზე და იოანე დამასკელისეული საღვთისმეტყველო ტრაქტატების მნიშვნელობაზე.
მაგიტრანტმა, მღვდელმა ირაკლი ნემსაძემ ისაუბრა იოანე ოქროპირის ჰომილიის ტექსტის თეოლოგიურ არსზე და მნიშვნელობაზე.
თემების ხელმძღვანელმა პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ ისაუბრა ნაშრომებში განხილული საკითხების აქტუალურობაზე თეოლოგიის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტებმა გულდასმით დაამუშავეს თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და საკუთარი დაკვირვებები წარმოადგინეს. რეცენზენტს, თეოლოგიის დოქტორს დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს მაგისტრანტების ნაშრომებთან არსებითი შენიშვნები არ ჰქონია და მათ მაღალი შეფასება მისცა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა ორივე მაგისტრანტს დაუსვეს შეკითხვები.
სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა რუმინელმა სტუმარმა. არქიმანდრიტმა მიხაილ სტანჩიიუმ, მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება მაგისტრანტების კვლევით უნარზე და პრეზენტაციის მაღალ დონეზე,
დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს , რომ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომები ნამდვილად მაღალ აკადემიურ დონეზეა შესრულებული და უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.
სამაგისტრო ნაშრომების ავტორებმა მადლობა გადაუხადეს პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე თემის ხელმძღვანელს პროფესორ გვანცა კოპლატაძეს გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს ნაშრომების გულდასმით წაკითხვისა და სასარგებლო რჩევებისთვის.
0 Responses on სამაგისტროს დაცვა"