სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2018 წლის 24 დეკემბერს  სასულიერო აკადემიაში შედგა სასწავლებლის კურსდამთავრებულის  მღვდელ იოსებ მალანიას სამაგისტრო ნაშრომის :,,დიდი სქიზმა და ვატიკანი II  კრება“ დაცვა.  ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბეჟან ჯავახია, რეცენზენტი დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე

დაცვას  ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
მაგისტრანტმა   წარმოადგინა   ნაშრომის ძირითადი დასკვნები.

მამა იოსებ მალანიამ   ისაუბრა ნაშრომში განხილულ საკითხზე, კერძოდ, ვატიკანი II კრების რეფორმებზე და წარმოადგინა ამ რეფორმების  კვლევითი ანალიზი.

თემის  ხელმძღვანელმა პროფესორმა ბეჯან ჯავახიამ  ისაუბრა  ნაშრომში განხილული საკითხების აქტუალურობაზე  და ფართო წყაროთმცოდნეობით კვლევით ანალიზზე, რაც წარმატებით განახორციელა მაგისტრანტმა.

ნაშრომის . რეცენზენტს, დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძეს  მაგისტრანტის  ნაშრომთან არსებითი შენიშვნები არ ჰქონია და მას მაღალი შეფასება მისცა,. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა   მაგისტრანტს დაუსვეს  შეკითხვები.

დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ შეაფასა წარმოდგენილი  ნაშრომი. მან , აღნიშნა , რომ სამაგისტრო თემაში განხილული საკითხები უდავოდ საინტერესოა და მისასლმებელია , რომ მაგისტრანტმა  სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებებით ნაშრომზე მუშაობას წარმტებით გაართვა თავი.
 სამაგისტრო ნაშრომების ავტორმა   მადლობა გადაუხადა პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასულიერო აკადემიაში  შექმნილი   სასწავლო და სამეცნიერო გარემოსთვის ,  რომელშიც მას უხდებოდა ყოფნა აკადემიაში სწავლის დროს. მაგისტრანტმა მადლიერება გამოხატა   ასევე თემის ხელმძღვანელის პროფესორ ბეჟან ჯავახიას  მიმართ  გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტის დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძის  მიმართ  ნაშრომის გულდასმით წაკითხვისათვის .

 

24/12/18

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>