სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

2019 წლის 22 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა შედგა. წარმოდგენილი იყო  დეკანოზ ლუკა (ზურაბ) ბუჩუკურის  ნაშრომი – „ეგვიპტეში აღსრულებული ათი სასჯელი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“.  სამეცნიერო ხელმძღვანელი  თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია, რეცენზენტი თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი.

IMG_0001

ირაკლი ბიწაძის ნაშრომი „წმინდა ანტონი დიდის შვიდი ეპისტოლის ძველი ქართული თარგმანი“. ხელმძღვანელი თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე,  რეცენზენტი ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ანა ჭუმბურიძე.

IMG_0054

სამაგისტრო ნაშრომების დაცვას  ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები. მაგისტრანტებმა წარმოადგინეს ნაშრომების ანოტაციები და ძირითადი დასკვნები. რეცენზენტების შენიშვნებს მაგისტრანტებმა არგუმენტირებული პასუხები გასცეს.

დასასრულს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რექტორმა შეაფასა წარმოდგენილი ნაშრომები და  მაგისტრანტებს შემდგომი წარმატება უსურვა.

 

22/03/19

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომების დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>