სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2019 წლის 29 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა მაგისტრანტ გივი ვაშაკიძის სამაგისტრო ნაშრომის ,,ქრისტიანული ეკლესიის ბრძოლა არიანელობის წინააღმდეგ“ დაცვა.

ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე, რეცენზენტი – დეკანოზი იაკობ ჩიჩილიძე. დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები.

მაგისტრანტმა წარმოადგინა ნაშრომის ანოტაცია და ძირითადი დასკვნები.
გივი ვაშაკიძემ მიმოიხილა სამაგისტრო თემაში წარმოდგენილი საკითხი, კერძოდ, არიანელობის ერესის რაობა, მისი წარმოშობა და ეკლესიის ისტორიაში ამ მწვალებლობის წინააღმდეგ ბრძოლა.
თემის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ ისაუბრა სამაგისტრო ნაშრომში განხილული საკითხების აქტუალურობაზე თეოლოგიის ისტორიაში. მან აღნიშნა, რომ მაგისტრანტმა გულდასმით დაამუშავა თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა და საკუთარი კვლევითი ანალიზი წარმოადგინა. რეცენზენტს, დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძეს ნაშრომთან არსებითი შენიშვნები არ ჰქონია და მას მაღალი შეფასება მისცა. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა მაგისტრანტს რამდენიმე შეკითხვა დაუსვეს.

დასასრულს, გივი ვაშაკიძემ მადლობა გადაუხადა პირადად სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს სასწავლებელში შექმნილი სასწავლო და სამეცნიერო გარემოსა და ხელშეწყობისთვის, ასევე თემის ხელმძღვანელს პროფესორ გვანცა კოპლატაძეს გაწეული დახმარებისთვის და რეცენზენტს, დეკანოზ იაკობ ჩიჩილიძეს ნაშრომის გულდასმით წაკითხვისა და სასარგებლო რჩევებისთვის.
სამეცნიერო საბჭომ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი დადებითად შეაფასა.
IMG_0002

29/05/19

0 Responses on სამაგისტრო ნაშრომის დაცვა"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>