მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის სტუმრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

2015 წლის 15 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ეწვია მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, მთავარეპისკოპოსი ევგენი რეშეტნიკოვი და მისი თანაშემწე, მამა ელევთერი. საპატიო სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემია –სემინარიის ხელმძღვანელობა, პედაგოგები და სტუდენტები. შეხვედრა მეტად გულთბილი და საინტერესო აღმოჩნდა.

გასული წლის ოქტომბერში თბილისის სასულიერო აკადემიის დელეგაცია რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით იყო სტუმრად მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. მაშინ ხელი მოეწერა მემორანდუმს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ეს თანამშრომლობა გულისხმობს როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მუშაობას. მოსკოველი სტუმრების ვიზიტი ამ მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
საპატიო სტუმრებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მოსკოვის სასულიერო აკადემიის მუზეუმში ინახება მხატვარ ნესტეროვის მიერ შესრულებული ესკიზები, რომლის მიხედვითაც აიგო და მოიხატა აბასთუმნის ტაძარი (მე-19 ს.). ეს საინტერესო ფაქტი შესაძლებელია, ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისად იქცეს. დაგეგმილია ერთობლივი ვიზიტი აბასთუმანში.

სტუმრები სომხეთში გაემგზავრნენ. პარასკევს, 18 სექტემბერს, ისინი კვლავ თბილისში დაბრუნდებიან.

15/09/15

0 Responses on მოსკოვის სასულიერო აკადემიის რექტორის სტუმრობა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>