თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა კრება

8 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა გართიანებული კრება. შეკრების მიზანი იყო სასწავლებლის წინაშე მდგარი პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

კრება გახსნა აკადემია-სემინარიის სწავლულმა მდივანმა, ქ-მა ლეილა გეგუჩაძემ. აუდიტორიის წინაშე გამოვიდნენ აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, გამომცემლობის დირექტორი, ქ-ნი ნინო მელიქიშვილი, დოქტორანტურის ხელმძღვანელი, ბ-ნი ელდარ ბუბულაშვილი და პატრისტიკის კათედრის გამგე, ბ-ნი ედიშერ ჭელიძე.

საუბარი ძირითადად შეეხო სასწავლო სილაბუსების ჯეროვნად გამართვასა და დროულად წარდგენას, ასევე – სტუდენტთა ვალდებულებას, წერონ გამართული ქართული ენით. შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემია- სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს ერთგული მუშაობისათვის და კიდევ ერთხელ შეახსენა მათ დიდი პასუხისმგებლობის შესახებ:  ისინი საქართველოს ეკლესიის მომავალ მსახურებს ზრდიან.

პედაგოგთა შეკრება ერთობლივი ლოცვით დასრულდა.

Thursday October 8th, 2015

0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებელთა კრება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>