სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს დედა თამარი

დღეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს დედა თამარი – ყველასათვის საყვარელი ეთერ უროტაძე. ეთერი იყო სრულიად გამორჩეული პიროვნება სათნოებით და ჭეშმარიტად დიდებული თავისი თავმდაბლობითა და უბრალოებით. ცოტა ხნის წინ აღიკვეცა იგი მონაზვნად, მაგრამ მთელი თავისი სიცოცხლე მან ნამდვილი მონაზვნური ცხოვრებით იცხოვრა. ამასთან, ეთერი ეკლესიის სამსახურში იყო ჩამდგარი, სწორედ მის სახელს უკავშირდება ქართული ნაქარგობის აღორძინება, მრავალი წელი ის სასულიერო აკადემიის ქარგვის სტუდიას ედგა სათავეში. ეთერი მართლაც იშვიათი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ყოველგვარ გარემოში ქრისტიანული სახის შენარჩუნება და მცნებათა დაცვა. უზომოდ დიდ სიყვარულს გასცემდა დედა თამარი გარშემომყოფთა მიმართ, ამიტომაც ასე მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენთვის მასთან განშორება, დაობლების მსგავსი.

დედა თამარი ფერისცვალების დედათა მონასტერში აღესრულა, სადაც სულ რაღაც ოცდახუთი დღის წინ აღკვეცა მონაზვნად მისმა სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ბასილ ანთაძემ. დღეს დედა თამარს პანაშვიდი გადაუხადეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და პრორექტორმა დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ.

Wednesday December 23rd, 2015

0 Responses on სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს დედა თამარი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>