ა.წ. 12 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიის სტუმარი გახლდათ ცნობილი ენათმეცნიერი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “ენათა ნათესაობის პრობლემა.”
გამომსვლელი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სასულიერო აკადემიის სწავლულმა მდივანმა,პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ. მან მოკლედ ისაუბრა ბ-ნი ავთანდილ მოღვაწეობის შესახებ, დასძინა რომ ბ-ნი ავთანდილ არის “სახელმწიფო ენის შესახებ კანონის” პროექტის თანაავტორი.
ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები. გამოსვლის ბოლოს მომხსენებელმა შეკითხვებს უპასუხა.
0 Responses on პროფ. ავთანდილ არაბულის ლექცია "ენათა ნათესაობის პრობლემა""