თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 4 და 5 აპრილს ტარდება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის პირველი დღე ეთმობა პლენარულ სხდომას, ხოლო მეორე დღეს მუშაობა სექციებში გაგრძელდება.
დღეს პლენარული სხდომა გახსნა აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ. შემდეგ შესავალი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ.
გეგმის თანახმად, პლენარულ სხდომაზე შემდეგი მოხსენებები იქნა წაკითხული:
1. დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი – ასკეტური ცხოვრება, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედება.
2.პროფესორი ელენე მაჭავარიანი – ქართული დამწერლობის მხატვრული თავისებურებანი.
3.აკადემიკოსი ავთანდილ არაბული – ხანმეტობის კულტუროლოგიური მნიშვნელობისათვის.
4.პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – გლობალიზაცია და ეროვნული იდენტობის პრობლემები (საქართველოს ისტორიის მაგალითზე).
5. პროფესორი ხვთისო ზარიძე – “იოანესადა ექვთიმეს ცხოვრება” – რას და როგორ ასახავს იგი.
6.პროფესორი მაია რაფავა – გელათის საღვთისმეტყველო სკოლა და სომეხი მთარგმნელები.
მომხსენებლებმა უაღრესად საინტერესო კვლევები წარადგინეს მსმენელთა წინაშე, გამოსვლებს მოჰყვა კითხვები და შეფასებები.
0 Responses on პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია"