სტუდენტთა ახალი ნაკადი

წელს, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ,  ას ცხრამეტი ახალგაზრდა გახდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი. ჩარიცხულ პირველკურსელთა რაოდენობა ამგვარად განაწილდა ფაკულტეტებზე: 31 სტუდენტი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, 34 – ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 15 – ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, 11 – ხატწერის, არქიტექტურისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე, ხოლო სასულიერო აკადემიის სტუდენტის სახელო 28 პრეტენდენტმა მოიპოვა.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყველა პირველკურსელს ულოცავს უმღლესი სასწავლებლის სტუდენტობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

Thursday September 15th, 2016

0 Responses on სტუდენტთა ახალი ნაკადი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>