2017 წლის 5 მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თავმჯდომარეობით შეიკრიბა სასწავლებლის სადისერტაციო საბჭო, რომელსაც ესწრებოდნენ სადისერტაციო საბჭოს წევრები: მანგლელი მიტროპოლიტი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), თეოლოგიის დოქტორები: დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, დეკანოზი ბიძინა გუნია, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ედიშერ ჭელიძე, სერგო ვარდოსანიძე, გიორგი ანდრიაძე.
სადისერტაციო საბჭომ ოფიციალური მსვლელობა მისცა სასულიერო აკადემიის დოქტორანტის ირაკლი ორჟონიას სადისერტაციო ნაშრომს – “ეკლესიის მამათა ჰექსემერონული კომენტარების თეოლოგიური ანალიზი”, დაამტკიცა დისერტანტის ოპონენტები: თეოლოგიის დოქტორი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და თეოლოგიის დოქტორი თეიმურაზ ბუაძე.
0 Responses on პირველი სადოქტორო ნაშრომის დაცვის სამზადისი"