24 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა დიპლომის დაცვა.დიპლომანტი იყო მღვდელი დავით ტატანაშვილი, რომელმაც თბილისის სასულიერო აკადემია 2013 წელს დაამთავრა.
ნაშრომი, სათაურით: “სწავლება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შესახებ ლიტურგიკული ძეგლების მიხედვით,” სამოცდარვა გვერდიანია, შედგება ხუთი თავისა და ექვსი ქვეთავისაგან.
დიპლომის ხელმძღვაბელობა გასწია არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა
რეცენზენტობა კი – დეკანოზმა ალექსი ქშუტიშვილმა.
დიპლომანტის გამოსვლა იყო მეტად საინტერესო და დამაჯერებელი.
ნაშრომმა მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ხელმძღვანელის, ისე – რეცენზენტისაგან. დაისვა რამდენიმე შეკითხვა და გამოითქვა სურვილი,რომ ნაშრომი ნაბეჭდი სახით გამოიცეს.
0 Responses on დიპლომის დაცვა"