2017 წლის 15 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდა დოქტორანტ ნუგზარ სამხარაძის პრეზენტაცია თემაზე: “აბრაამის მიერ ისააკის მსხვერპლშეწირვა”. საჯარო ლექცია განკუთვნილი იყო ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის პირველკურსელთათვის. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბიბლეისტიკის კათედრის თანამშრომლები, ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკვანი დემეტრე დავითაშვილი, ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანები. ლექციის დასრულების შემდეგ საინტერესო დისკუსია გაიმართა სტუდენტებს, დამსწრეებსა და მომხსენებელს შორის.
0 Responses on თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტ ნუგზარ სამხარაძის საჯარო ლექცია"