სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტებს  სამედიცინო კაბინეტი ემსახურება

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებითა და საგნებით. ექიმების მოვალებაა  პირველადი დახმარება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი, მენიუს შედგენა-კონტროლი.

ადმინისტრაციის ლოცვა-კურთხევით თავისუფალ სამედიცინო საათზე ტარდება საუბრები სტუდენტებთან ჯამრთელობის პრევენციაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როგორ იკვებონ, როგორ დაიცვან პირადი ჰიგიენა, როდის და რამდენჯერ მიმართონ ექიმს წლის განმავლობაში. სტუდენტები სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების ელემენტარულ წესებს. ექიმები მათ აძლევენ რჩევა-დარიგებას, როგორც მომავალ მშობლებს.  სტუდენტებისთვის ასეთი საუბრები საინტერესოა. თავად მათ აქვთ სურვილი მედპერსონალთან ხშირი შეხვედრის და საუბრის.

რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, სასწავლებელი, არსებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ყველაფერს აკეთებს  სტუდენტთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. სამედიცინო კაბინეტის თანამშრომლები ამოწმებენ  სატრაპეზოს, სველ წერტილებს და იძლევიან რეკომენდაციებს, რომელიც სწრაფად სრულდება. თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიამ ხელშეკრულება  გააფორმა სანიტარულ ფირმასთან, რომელიც გეგმიურად, ყოველთვიურად, აკეთებს დეზინფექციას პრევენციის მიზნით, როგორც სველ წერტილებში, ასევე აუდიტორიებში. ამ საქმიანობას კონტროლს უწევენ ექიმები.

დღის განმავლობაში, სხვადასხა პრობლემით, კაბინეტს არაერთი სტუდენტი აკითხავს. ექიმები მათ ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას.  ვინც საჭიროებს უფრო ღრმა სამედიცინო ჩარევას, აგზავნიან წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს კლინიკაში.

წლის განმავლობაში, კლინიკას, ამბულატორიული დახმარებისთვის მიმართა  200-მდე პაციენტმა (დღეში დაახლოებით აკითხავს 1-დან 3-მდე პაციენტი). მათ ჩაუტარდათ უფასო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები (რენტგენი, ექოსკოპია, კატე კვლევა, გასტროსკოპია), სპეციალისტების კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ, 2014 წლიდან დღემდე, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა აკადემია-სემინარიის 45 სტუდენტს. ექიმები პაციენტებს სრულიად უანგაროდ ემსახურებიან. ამ კეთილშობილურ საქმეში ძალიან გვეხმარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.

რაც შეეხება პანსიონს, შეძლებისდაგვარად კონტროლდება სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. იქ მცხოვრები სტუდენტები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მიმართავენ მათ და იღებენ არამარტო დანიშნულებას, არამედ, ხშირ შემთხვევაში წამლებითაც უზრუნველყოფილნი არიან.

სასწავლებლის ადმინისტრაცია, მოძღვრები, რიგითი თანამშრომლები, მუდმივად უდგანან მხარში სამედიცინო კაბინეტს. არ ყოფილა შემთხვევა, მედ-პერსონალის მიერ წამოჭრილი პრობლემა გულთან არ მიეტანათ, შეძლებისდაგვარად არ დახმარებოდნენ საკუთარი სახსრებით. ეს, უთუოდ კეთილშობილური საქმე, ხორციელდება სამედიცინო კაბინეტის ხელმძღვანელის – მაია ლოსაბერიძისა და მედპერსონალის დიდი მონდომებისა და უანგარო შრომის შედეგად, რასაც ხელს უწყობს აკადემია-სემინარიაში არსებული საოცრად მზრუნველი გარემო.

Tuesday June 12th, 2018

0 Responses on სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტებს  სამედიცინო კაბინეტი ემსახურება"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>