ახალი სასწავლო წელი

16 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, პარაკლისი გადაიხადა, პედაგოგები და სტუდენტები დალოცა და ბრძანა:

„დღეს ბედნიერი დღეა ყველა ჩვენგანისათვის, მით უფრო, რომ ეს სასწავლო წელი საიუბილეოა.
დღეს მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი მიზანი. უპირველეს ყოვლისა, მიზანია სასწავლებლის სულიერი ამაღლება და ჩვენი სტუდენტების სასულიერო განათლება. დღეს, როცა მეცნიერებამ და ტექნიკამ ასეთი უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა, ცოდნის დაუფლება აუცილებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ყველაფერი ღვთის მიერაა შექმნილი. ადამიანი რომ მივიდეს სარწმუნოებასთან, უნდა იყოს ძალიან განათლებული ან უბრალო, რწმენა მიიღოს თავისი უბრალოებითა და სუფთა გულით.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დავით აღმაშენებლის სიტყვები, მის მიერ გამოთქმული აზრი. გელათის აკადემია როდესაც გაიხსნა, მან თქვა, ეს აკადემია უნდა იყოს მეორე იერუსალიმი თავისი სულიერებით და ახალი ათინა თავისი განათლებითო.
და მე მახსენდება წმინდა მამების, მღვდელმთავრების: ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, იოანე ოქროპირის ლოცვები და სურვილები, ჩვენ გვქონდა ერთი მიზანი – დავდიოდით სასწავლებელსა და ეკლესიაშიო.
ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება, რათა მივიღოთ სიბრძნე და სარწმუნოება!
ჩვენთან არს ღმერთი!“

Monday September 16th, 2013

0 Responses on ახალი სასწავლო წელი"

Leave a Message

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>