13 ნოემბერს წმინდა 100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართა. მსვლელობაში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად ხიდზე პარაკლისი გადაიხადა. უწმინდესმა შეკრებილი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, კათოლიკოს-პატრიარქმა და მორწმუნეებმა ხიდიდან მტკვარში ყვავილები ჩაყარეს, ნიშნად 100 ათასი მოწამის პატივისცემისა და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად.
0 - комментарии к теме "100 ათასი მოწამის პატივის მისაგებად გამართულ მსვლელობაში სასულიერო სემინარიის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა"