29 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შეხვდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს. ბატონმა რექტორმა ბრძანა, რომ სასწავლებლის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს სტუდენტთა სწავლა-განათლებას. მაღალი სტანდარტების მქონე ცოდნის გარეშე შეუძლებელია კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბება, ისევე, როგორც ჭეშმარიტ სულიერ გზაზე შედგომა. სასულიერო აკადემია მოხარულია მათი წარმატებით, მით უფრო, რომ ისინი დანარჩენი სტუდენტებისთვის მისაბაძ მაგალითად იქცევიან. ბატონმა რექტორმა თითოეულ მათგანს პირადად მიულოცა წარმატება და დააჯილდოვა წიგნებით. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები:
აკადემიის III კურსი: ანდრია პეტრიაშვილი, გიორგი ქარდავა;
აკადემიის II კურსი: გიგლა ბენაშვილი, საბა გელაშვილი, ირაკლი ბადალაშვილი, არმაზ ასლამაზიშვილი, კახა შჩერბაკოვი;
სემინარიის IV კურსი: შალვა ჯიხვაძე;
სემინარიის III კურსი: იოანე შოშიაშვილი;
სემინარიის I კურსი: ვახტანგ სვანიძე, ემზარ ბაშარაული;
ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი
III კურსი: ლედი კუთხაშვილი, თეა კეკელიძე, გიორგი ორთოიძე;
II კურსი: ანა ელიზბარაშვილი, ლევან ხატიაშვილი;
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტერტი
III კურსი: გვანცა ბერიძე;
I კურსი: ირმა ინაშვილი;
0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა"