• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სემინარიის სტუდენტები რუმინეთში, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალზე

    11999080_1684208361793446_5519952626853561581_n2015 წლის 2-7 სექტემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში (Cluj-Napoca) ჩატარდა მსოფლიოს ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალი, რომელშიც 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ თბილისის სასულიერო სემინარიის IV კურსის სტუდენტები — გურამ ლურსმანაშვილი და ივანე შოშიაშვილი. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე გურამ ლურსმანაშვილმა მონაწილეთა სახელით რუმინულ ენაზე მიმართა ქვეყნის პატრიარქს, წმიდა სინოდს, საზოგადოებას.

    თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტები ფესტვალის ფარგლებში შეხვდნენ უნეტარეს დანიელს, კლუჟის მიტროპოლიტ ანდრეის, წმინდა სინოდის სხვა წევრებს და ისაუბრეს ორ ეკლესიას შორის არსებულ ძმურ ურთიერთობაზე. რუმინელმა სასულიერო პირებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი უდიდესი მოკრძალება, პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს.

    10620693_873973949345807_5488623453433925513_nახალგაზრდა მართლმადიდებლებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ინტერაქტიულ თუ ინტელექტუალურ ღონისძიებაში. ქართველი სტუდენტები დაესწრნენ არქიმანდრიტ ზაქარია ზაქარუს მოხსენებას და ჩაერთნენ დისკუსიაში, სახელწოდებით ,,თანამედროვე ოჯახი და ქრისტიანული ფასეულობები“.

     

    ფესტივალის დახურვამდე უნეტარესმა დანიელმა აღავლინა საზეიმო წირვა, დალოცა ფესტივალის მონაწილენი და გამოთქვა იმედი, რომ კვლავ შეხვდებოდა მათ.

    Вторник Сентябрь 8th, 2015

    0 - комментарии к теме "სემინარიის სტუდენტები რუმინეთში, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ფესტივალზე"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>