• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) საჯარო ლექცია

    თბილისის სასულიერო აკადემიაში აკადემიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევით, დაიწყო საჯარო ლექციების ციკლი საქართველოს ეკლესიის ისტორიის შესახებ.
    პირველი ლექცია ა.წ. 5 მარტს წაიკითხა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლელმა ეპისკოპოსმა ანანია ჯაფარიძემ.

    უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მეუფე ანანია არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი — იგი 1981 წელს იქნა აღყვანილი ეპისკოპოსის ხარისხში. თავდაპირველად მას ნიკორწმინდის ეპარქიია მართვა დაევალა, თვენახევრის შემდეგ კი გადაიყვანეს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიაში. მაშინ ამ რეგიონში ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარი გახლდათ წმ.მარინეს სახელობის ეკლესია, რომელიც, ფაქტიურად, მრევლის გარეშე იყო დარჩენილი. იქაური მოსახლეობა დეზორიენტირებული იყო, ქართული გვარ-სახელების მქონენი თავს  ან ფრანგებად მიიჩნევდნენ, ან — სომხებად, იმის მიხედვით, თუ რომელი ეკლესიის მრევლს წარმოადგენდნენ — რომის კათოლიკური თუ სომხური მონოფიზიტურისა. ამ ფაქტმა უბიძგა მეუფე ანანიას, დაეწყო ამ საქმის კვლევა-ძიება. მან უამრავი ნაშრომი შექმნა საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ქართველთა ერთიანობის პრობლემების შესახებ. მთელი ამ ღვაწლის დამაგვირგვინებელი ნაშრომი  კი არის მონოგრაფია «საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია.»

    Пятница Март 4th, 2016

    0 - комментарии к теме "მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) საჯარო ლექცია"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>