• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიაში

    ა.წ. 28-29 მარტს თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ტარდება სტუდენტთა მორიგი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა პლენარული სხდომა. სხდომა გახსნა აკადემიის სწავლულმა მდივანმა, პროფესორმა ლეილა გეგუჩაძემ. იგი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას — სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება აკადემიისა და სემინარიის სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად იქცა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად იზრდება მომხსენებელთა რიცხვი.
    სამუშაო გეგმის მიხედვით პლენარულ სხდომაზე შვიდი მომხსენებელი გამოვიდა:
    1. გიგლა ბენაშვილი (აკადემიის III კ.) » პიროვნული თავისუფლება — ტვირთი თუ ღირსება.» ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. მაქსიმე ჭანტურია.
    2. რევაზ მუჯირიშვილი (დოქტორანტურის II კ.) «პავლე მოციქულის სამქადაგებლო მეთოდოლოგია.» ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ. გიორგი გუგუშვილი.
    3. თორნიკე გოგინაშვილი (სემინარიის III კ.) «წმ. ბასილი დიდის სწავლება მეორე დღეს შექმნილი მყარის შესახებ.» ხელმძღვანელი ირაკლი ორჟონია.
    4. ანა ელიზბარაშვილი (ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის iv კ.) «ფიროსმანი, როგორც საეკლესიო წიაღიდან ამოსული მხატვარი.» ხელმძღვანელი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.
    5. ანა მაჩიტაძე (ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კ.) «ძველაღთქმისეული დამოწმებები წმ. მოციქულების — პეტრესა და პავლეს ქადაგებებში.» ხელმძღვანელი გიორგი თოდუა.
    6. ვახტანგ ნოდია (სემინარიის IV კ.) «აღსარების წესის ისტორიული მიმოხილვა.» ხელმძღვანელი არქიდიაკონი პროფესორი დემეტრე დავითაშვილი.
    7. არმაზ ასლამაზიშვილი (აკადემიის III კ.) «იოანეს სახარების ავტორობის შესახებ.» ხელმძღვანელი დეკანოზი პროფ, გიორგი გუგუშვილი.

    თემებმა მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, სიტყვით გამოვიდნენ ნაშრომთა ხელმძღვანელები.

    წლევანდელი კონფერენცია გამორჩეულია იმით, რომ მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები — მათ წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ხატები, ფერწერული ტილოები, ნატურმორტები, გრაფიკული ეტიუდები. აკადემიის დერეფანში მოწყობილ მცირე გამოფენაზე წარმოდგენილია, ასევე, სტენდები სტუდენტთა მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაობის ამსახველი ფოტომასალით — საფარას წმ. საბა განწმენდილის სახელობის ტაძარში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის კედელზე და თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

    Вторник Март 29th, 2016

    0 - комментарии к теме "სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიაში"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>