15 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიას ეწვივნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები. ისინი შეხვდნენ აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობისა და ხატწერა-რესტავრაციის ფაკულტეტების სტუდენტებს. ვორქშოფი, რომელიც ჩაატარა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განყოფილების უფროსმა მაკა თაქთაქიშვილმა, ინფორმაციული ხასიათისა იყო. სტუდენტები გაეცნენ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას. მათ შეექმნათ წარმოდგენა იმის შესახებ, რომ არსებობს კაცობრიობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხა, რომლის ცხრამეტ ჩამონათვალს შორის საქართველო წარმოდგენილია ორით — ესაა ქართული მრავალხმიანობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი. აღინიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი იუნესკოს კონვენციაში, რამდენადაც ამ ფაქტით იუნესკო და ადგილობრივი ქვეყნის მთავრობები იღებენ ვალდებულებას, დაიცვან არამატერიალური კულტურის ესა თუ ის ფენომენი.
ლექცია მეტად საინტერესო აღმოჩნდა როგორც სტუდენტების, ასევე — პედაგოგებისათვის. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა უახლოეს მომავალში გაგრძელდეს შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან.
0 - комментарии к теме " საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში"