ფეოდალური საქართველოს ისტორია სამ ძირითად ავტორს შეიძლება ჩავაბაროთ, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ თავიანთი მსოფლმხედველობით და გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქართველთა ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში, ესენია დავითის ისტორიკოსი, ჟამთააღმწერელი და ვახუშტი ბაგრატიონი.
მე-19 ს-ში სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ, და შესაბამისად საქართველოს ისტორიას ქართველი ხალხის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში აღარ ჰქონდა ფუნქცია – საქართველოს ისტორია განდევნილ იქნა სკოლიდან. მე-18 ს-დან საქართველოს ისტორია, ფაქატიურად, ეკლესია-მონასტრების აღწერითღა შემოიფარგლებოდა. ამის მაგალითად პლატონ იოსელიანს დავასახელებთ.
მე-19 ს-ში “თერგდალეულებმა” ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ადვოკატურ-გამოსარჩლებითი პრინციპი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მტერი ცდილობდა ჩვენი ეროვნული მეობის გაქრობას.
გასული საუკუინის ოციანი წლებიდან, თბილისის უნივერსიტეტის დაარსების დღიდანვე ივანე ჯავახიშვილმა დასახა გეგმა საქართველოს ისტორიის შესწავლისა, დაიწყო ქართველი ერის ისტორიის სერიოზული კვლევა. მაგრამ ოკუპაციის შემდგომ საქართველოს ისტორია განიდევნა სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლიდან. მას ჩაენაცვლა კლასთა ბრძოლის ისტორია, რომლის ავტორები იყვნენ წითელი პროფესურის წარმომადგენლები. საქართველოს ისტორია გახდა იდეოლოგიზირებული და ასეთი ვითარება გაგრძელდა ლამის 70-იან წლებამდე. მართალია, სტალინმა აღადგინა საქართველოს, სომხეთის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი სხვა რესპუბლიკების ისტორიათა შესწავლა. მაგრამ ეს ისტორია ჟდანოვისა და კიროვის იდეოლოგიის მატარებელი იყო და ასახავდა სტალინის შეხედულებას – როგორ უნდა დაწერილიყო ისტორია.
ამასობაში დაიშალა საბჭოთა კავშირი. 90-იან წლებში 60 მილიონი გამოიყო საქართველოს განათლების სისტემის პასპორტიზაციისათვის. Eშევარდნაძის პერიოდში, კარტოზიას მინისტრობის დროს იყო პირველი მცდელობები, საქართველოს ისტორია ამოეღოთ სასწავლო პროგრამიდან – ყოველივე ის, რითაც შეიძლება ჩვენ ვამაყობდეთ და განსაკუთრებულად წარმოვაჩენდეთ. ეს სამუშაო 2004-დან 20012 წლამდე დასრულდა. დღეს არსებული სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ახალგაზრდობა პატრიოტული სულისკვეთებით გაზარდოს, და ჰარმონიულად წარმოაჩინოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალები. ნამდვილი ისტორია მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის არ უნდა იწერებოდეს.
0 - комментарии к теме "პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - გლობალიზაცია და ეროვნული იდენტობის პრობლემები საქართველოს ისტორიის მაგალითზე"