• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სასულიერო აკადემია და სემინარია 2016_2017 წლისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე

    ა(ა)იპAსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 2016_2017 წლისთვის აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

    • დოგმატიკა — პროგრამის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
    • ეკლესიის ისტორია

    მოდული )Pსაქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია — პროგრამის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

    • კანონიკური სამართალიპროგრამის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.

    დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მართლმადიდებლური თეოლოგიის მაგისტრის ან, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონათესავე დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის მიღების საკითხს წყვეტს სამეცნიერო საბჭო. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია. სწავლება უფასოა.

    დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს რექტორის სახელზე შეაქვს განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

     

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
    2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
    3. თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა

    და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

    1. მოძღვრის რეკომენდაცია;

    5.შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის შუამდგომლობა და მისი რეცენზია დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ რეფერატზე ან გამოქვეყნებულ ნაშრომზე;

    6.დოქტორანტობის კანდიდატის საბუთების მიღების საკითხს წყვეტს თსას-ის სამეცნიერო საბჭო;

    1. 2 ფოტოსურათი (3×4) დისკთან ერთად;

     

    გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:

    1. დოგმატიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

    ა) დოგმატიკა (ზეპირი);

    ბ) უცხო ენა (წერითი).

    1. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

    ა) ეკლესიის ისტორია (ზეპირი);

    ბ) საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია (ზეპირი);

    გ) უცხო ენა (წერითი).

    1. 3. კანონიკური სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

    ა) საეკლესიო (კანონიკური) სამართალი (ზეპირი);

    ბ) უცხო ენა (წერითი).

    ყველა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტურაში ჩარიცხვის  მსურველები აბარებენ გამოცდას ერთ-ერთ ევროპულ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული, რუსული). უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან B2 დონის დამადასტურებელი დიპლომის ან სერტიფიკატის მქონე პირები.

    გამოცდების დაწყებამდე ყველა მიმართულებაზე ჩატარდება გასაუბრება ძველ ბერძნულ ენაში. გასაუბრებისას ჩარიცხვის მსურველებს მოეთხოვებათ ძველი ბერძნული ენის საფუძვლების ცოდნა.

    საბუთები მიიღება 2016 წლის 5 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 15 სთ-მდე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოქტორანტურაში.

     

     

    გასაუბრება ჩატარდება 1 ოქტომბერს.

    გამოცდები ჩატარდება:

    დოგმატიკა _ 4 ოქტომბერს,

    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის  ისტორია _ 4 ოქტომბერს,

    ეკლესიის ისტორია _ 4 ოქტომბერს,

    საეკლესიო (კანონიკური) სამართალი _ 4 ოქტომბერს,

    უცხო ენა _ 6 ოქტომბერს,

    ჩარიცხვა _ 7 ოქტომბერს.

     

    მისამართი: საქართველო, თბილისი, სიონის ქ. 13/40.

    დამატებითი ცნობებისთვის დაგვიკავშირდით: ტელ. 555181611; 551297277; 551202204.

    Среда Июнь 22nd, 2016

    0 - комментарии к теме "სასულიერო აკადემია და სემინარია 2016_2017 წლისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>