• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    სწავლის დაწყების საზეიმო პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში

    დღეს, 14 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი. ტრადიციისამებრ, ამ დღეს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მობრძანდება სიონის საკათედრო ტაძარში და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით იხდის საზეიმო პარაკლისს. წელსაც სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები და სტუდენტები მან თავისი მობრძანებით გაგვახარა. უწმინდესს თან ახლდნენ წმინდა სინოდის წევრები. საზეიმო პარაკლისის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის რექტორმა,  პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ და სხვა სასულიერო პირებმა.

    მისმა უწმინდესობამ პარაკლისის დაწყების წინ მცირე ქადაგება წარმოთქვა, ყველას მიულოცა საეკლესიო ახალი წელიწადისა და სწავლის დაწყება. მან ბრძანა, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ მადლითა და სიკეთით პიროვნების განათლება.
    დღეს სწავლის საზეიმო პარაკლისს პირველად დაესწრნენ სემინარიისა და აკადემიის პირველკურსელები, ას ცხრამეტი ახალგაზრდა, მათ გარდა ლოცვაში მონაწილეობა მიიღეს სტუმარმა ბავშვებმა — ნანული ღამბაშიძის სახელობის აგარის ხელოვნების სკოლისა და სოფელ გურჯაანის  საჯარო სკოლის მოწაფეებმა.
    სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ჩვენი აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა მოაწყვეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა, ძირითადად  წარმოდგენილი იყო თექა, ასევე — რამოდენიმე ხატწერის ნიმუში.
    Среда Сентябрь 14th, 2016

    0 - комментарии к теме "სწავლის დაწყების საზეიმო პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>