• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობაში ახალი წიგნი გამოვიდა: «აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში.»

    თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობაში კიდევ ერთი ახალი წიგნი გამოვიდა: «აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში.»  პუბლიკაციის ავტორი გახლავთ პროფესორი  ავთანდილ ასათიანი, რედაქტორია პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი იმერ ბასილიძე, რეცენზენტები — რუსუდან წიქვაძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, და ხათუნა მემანიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
    წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს, სადაც განხილულია აღზრდის საკითხები ბიბლიურ იუდაიზმში. დასაბუთებულია ღვთიური სამყაროს როლის მნიშვნელობა აღზრდაში, კანონის ანუ რჯულის პედაგოგიკის პრიმატი და სიბრძნის დიდაქტიკა იუდაიზმში. გაანალიზებულია იუდაისტური და ანტიკური აღზრდის სისტემები და მოცემულია იუდაისტური აღმზრდელობითი ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია.
    წიგნი დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ქრისტიანული პედაგოგიკის შესწავლაში. მასში განხილული საკითხები საინტერესოა, აგრეთვე, რელიგიის პედაგოგიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერებისა და მულტიკულტურულ საზოგადოებაში ტოლერანტობის ჩამოყალიბების პრობლემებზე მომუშავე პედაგოგებისათვის.
    Пятница Сентябрь 30th, 2016

    0 - комментарии к теме "თბილისის სასულიერო აკადემიის გამომცემლობაში ახალი წიგნი გამოვიდა: "აღზრდა ბიბლიურ იუდაიზმში.""

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>