წელს, მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ას ცხრამეტი ახალგაზრდა გახდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტი. ჩარიცხულ პირველკურსელთა რაოდენობა ამგვარად განაწილდა ფაკულტეტებზე: 31 სტუდენტი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, 34 — ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 15 — ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, 11 — ხატწერის, არქიტექტურისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე, ხოლო სასულიერო აკადემიის სტუდენტის სახელო 28 პრეტენდენტმა მოიპოვა.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ყველა პირველკურსელს ულოცავს უმღლესი სასწავლებლის სტუდენტობას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
0 - комментарии к теме "სტუდენტთა ახალი ნაკადი"