დღეს, 4 იანვარს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 84 წლის გახდა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მთელი შემადგენლობა – პედაგოგები და სტუდენტები _ ვულოცავთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს დაბადების დღეს, და შევთხოვთ უფალს, ჩვენ, მის სამწყსოს, მოგვმადლოს მისი დღეგრძელობა და ჯანმრთელობა, რათა მასთან ერთად ვღაღადებდეთ: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!” არ მოკლებოდეს ჩვენი უწმინდესის ლოცვა და ზრუნვა ჩვენს ქვეყანას და მთელ საქრისტიანოს!
0 - комментарии к теме "პედაგოგებისა და სტუდენტების მილოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 84 წლის იუბილესადმი"