• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    გამოიცა “გრაგნილის” IV ტომი

    საშობაო არდადეგების შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო პროცესის განახლებას აკადემიის გამომცემლობა “გრაგნილის” ახალი, IV ტომის გამოსვლით შეეგება. კრებულში ამჯერად შევიდა სასულიერო აკადემიის დოქტორანტების ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მონოგრაფიების ცალკეული ნაწილები. კერძოდ, მკითხველი გაეცნობა დეკანოზ დავით ჭიღლაძის, მღვდელ ლონგინოზ სუარიშვილის, გიორგი ჯულაყიძის, გიორგი მეტრეველის, მღვდელ გიორგი ხანთაძის, გიორგი გველესიანის, შავლეგ დგებუაძის ნაშრომებს.

    ამ მასალაში მიმოხილულია ლიტურგიკული საკითხები, კერძოდ: აღმოსავლური საღვთისმეტყველო ტიპიკონების ისტორია, ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში არსებული საეკლესიო სწავლება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შესახებ, “ქერუბიკონის” ქართული თარგმანი, კვლევა ლიტიის მსახურების შესახებ. კრებულში შესულია სხვა სახის წერილებიც, კერძოდ, მიმოხილულია რელიგიის საკითხი ბიზანტიის იმპერიაში იუსტინიანე დიდის დროს და მისი კანონიკური კორპუსის შედგენილობა; განხილულია ეკლესიის მამათა სწავლება ადამიანის, ვითარცა ღვთის ხატის შესახებ, ასევე – შესაქმის დღეების საათობრივი ხანგრძლივობის საკითხი.

    ტომის რედაქტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო მელიქიშვილი, რეცენზენტია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან მამასახლისი.

    Пятница Январь 27th, 2017

    0 - комментарии к теме "გამოიცა “გრაგნილის” IV ტომი"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>