2016 წლის 31 ოქტომბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ შემდეგი დოქტორანტები:
დოგმატიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
1.მღვდელი იოსებ გელუკაშვილი — სადისერტაციო თემა: „წმინდა იოანე დამასკელის ორი ხატთაყვანისცემითი სიტყვის ძველი ქართული თარგმანი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“. თემის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
2.ლევან ჭანკვეტაძე — სადისერტაციო თემა: „თეოდორე აბუკურას ანტინესტორიანულ-ანტიმონოფიზიტური დიალოგების ძველი ქართული თარგმანი და მათი საღვთისმეტყველო ანალიზი“. თემის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე.
კანონიკური სამართალი
პროგრამის ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
1.მღვდელი გიორგი ხანთაძე — სადისერტაციო თემა: „ქრისტიანული ქორწინების სამართალი მართლმადიდებლურ კანონიკაში და საქართველოში არსებული ტრადიცია“. თემის ხელმძღვანელები: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.
2.მორჩილი ირაკლი გუნიავა — სადისერტაციო თემა: „ეკლესიის ქონებრივი უფლებები და მათი კანონიკური და ისტორიული ფორმები“. თემის ხელმძღვანელები: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.
3.ედიშერი ქარჩავა — სადისერტაციო თემა: „კონსტიტუციური შეთანხმება და ეკლესიის მართვა-გამგეობის კანონიკური საფუძვლები“. თემის ხელმძღვანელები: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი გიორგი ანდრიაძე; ღვთისმეტყველების დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი.
0 - комментарии к теме "2016 წლის 31 ოქტომბერს, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო მიმართულებაზე ჩაირიცხნენ დოქტორანტები"