25 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიაში შედგა დიპლომების დაცვა. სამეცნიერო საბჭოს წევრთა და სხვა პედაგოგთა წინაშე წარდგნენ 2013 წლის კურსდამთავრებულები: ლაშა ცუხიშვილი და დეკანოზი გიორგი გელუტაშვილი.
ლაშა ცუხიშვილის სადიპლომო ნაშრომის თემაა: “საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები პირველი ათასწლეულის მიხედვით.” ნაშრომის ხელმძღვანელია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რეცენზენტი – დურმიშხან ლაშხი, ისტორიის აკადემიური დოქტორი. მოხსენება მსმენელთათვის საინტერესო აღმოჩნდა, მის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ — საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, მღვდელმა ლონგინოზ სუარიშვილმა — თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ — პატრისტიკის კათედრის გამგემ.
მეორე სადიპლომო ნაშრომი, სახელწოდებით: “ქართული ეკლესია-მონასტრები წმინდა მიწაზე,” განსასჯელად წარადგინა დეკანოზმა გიორგი გელუტაშვილმა. ნაშრომის ხელმძღვანელობა გასწია პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა, ხოლო რეცენზია წარმოადგინა პროფესორმა მერაბ ვაჩნაძემ. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს პეოფესორებმა: სერგო ვარდოსანიძემ, ედიშერ ჭელიძემ, მაია რაფავამ, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ.
ორივე სადიპლომო ნამუშევარმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, და ლაშა ცუხიშვილსა და დეკანოზ გიორგი გელუკაშვილს თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი ერთხმად მიენიჭათ.
ფოტოგალერია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/pg/tsas.edu.ge/photos/?tab=album&album_id=745161928984784
0 - комментарии к теме "დილპომების დაცვა"