• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    მე-3 კურსის სტუდენტის ალექსი ვეშაგურის საჯარო მოხსენება

    თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის კურთხევით დაწესდა სტუდენტთა ყოველკვირეული მოხსენებების კითხვა. ა/წ 9 მარტს აუდიტორიის წინაშე წარსდგა აკადემიის III კურსის სტუდენტი ალექსი ვეშაგური, მისი მოხსენების სათაური გახლდათ “კონსტანტინოპოლის დაცემა.” ნაშრომი ზოგადი ხასიათისა იყო, მომხსენებელი მოკლედ შეეხო ამ ისტორიული ფაქტის რელიგიურსა და პოლიტიკურ წინამძღვრებს.

    მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. სიტყვით გამოვიდა აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი. ბოლოს შემაჯამებელი სიტყვა წარმოთქვა ბატონმა რექტორმა. მამა გიორგი ზვიადაძე მოკლედ შეეხო დღეს ეკლესიაში არსებულ ვითარებას, ისაუბრა ჩვენი უწმინდესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი ღვაწლის შესახებ ჩვენი ერის, ეკლესიის წინაშე. ბრძანა, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, საკუთარი ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რაც უწმინდესის ღვაწლით გაგვაჩნია ჩვენ დღეს.. მან მაღალი შეფასება მისცა სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობას და მოუწოდა მათ, კვლავაც ბეჯითად გააგრძელონ ჯაფა განათლების გასაღრმავებლად, რამეთუ ჭეშმარიტი სარწმუნოება ორ ბურჯს ეყრდნობა, ესაა მართალი რწმენა და ცოდნა.

    Четверг Март 23rd, 2017

    0 - комментарии к теме "მე-3 კურსის სტუდენტის ალექსი ვეშაგურის საჯარო მოხსენება"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>