• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    გილოცავთ ხარებას

    დღეს ხარებაა, ერთი ათორმეტ უდიდეს დღესასწაულთაგანი. ხარება გაზაფხულის დღესასწაულია, სიხარულის, გამარჯვების, ზეიმის მომნიჭებელი. შეიძლება ითქვას, კაცობრიობისათვის ხარება დასაწყისია ახალი ეპოქისა, ახალი აღთქმის ეპოქის დასაბამია. დღეს მხოლოდ შვება და სიხარულია ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. დღეს ქალწულ მარიამს მოიკითხავს მთავარანგელოზი გაბრიელი და მის ბაგეთაგან უდიდესი – ღვთის განკაცების — საიდუმლო ეუწყება მას: “ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!”

    დღეს მუცლად იღო უბიწო ქალწულმა, დღეს კაცობრიობის გამოხსნის შესახებ უფლის აღთქმის დასაწყისია. სულ მალე შეიმუსრება ბჭენი ჯოჯოხეთისა, სულ მალე იხარებენ მარად მწუხარების ბნელში მსხდომნი დასაბამითგან შობილნი, და მათ შორის კაცთა პირველი დედა და მამა — ევა და ადამი, რომელთაც “უჟამოდ ჭამეს ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო.” დღეს მთელი სამყარო ხარობს, ხარობს დიდი და მცირე, ერი და ბერი!
    თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია ყველას ულოცავს ამ ბრწყინვალე, სიხარულის დღესასწაულს, ერთობით ვადიდოთ უფალი!

    ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება. რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულისა იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა!

    კონდაკი: ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და Mმოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი. არამედ ვითარცა გაქვს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო!

    Пятница Апрель 7th, 2017

    0 - комментарии к теме "გილოცავთ ხარებას"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>