1 ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, თბილისის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტი, დიაკონი გიორგი შიობრიშვილი, მღვდლად ეკურთხა.
ხელდასხმა აღასრულა მეუფე ზოსიმემ (შიოშვილმა). კურთხევა შედგა სოფელ არაგვისპირის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში.
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს მამა გიორგი შიობრიშვილს მღვდლის საპატიო სახელს და უსურვებს, პირნათლად აღესრულებინოს ეს დიდი და ვალი, რამეთუ მღვდლობა ქრისტეს ნაცვალობაა დედამიწაზე.
0 - комментарии к теме "სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტის მღვდლად კურთხევა"