• საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

    საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა მეშვიდე ტომი

    თბილისის საულიერო აკადემიის გამომცემლობაში მომზადდა საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა მორიგი, მეშვიდე ტომი. მკითხელს შეუძლია, გაეცნოს მრავალ, უაღრესად საინტერესო მასალას. წიგნი იხსნება პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის წერილით: ათონის ივერთა მონასტერი — ქართლის სულიერი მეწინამძღვრე. ნაშრომი წარმოადგენს რუბრიკას «წმინდა სავანეები.» რუბრიკაში «ბიბლიის ეგზეგეტიკა» შესულია ირაკლი ორჟონიას ნაშრომი: საეკლესიო ეგზეგეზისი წმინდა წერილის სიტყვებისა»არა იხილოს კაცმან პირი ჩემი და ცხონდეს.» პატრისტიკის განყოფილებაში წარმოდგენილია წმ. მაქსიმე აღმსარებლის «ორასეული ღმრთისმეტყველებისათვის (პირველი ასეული).» ტექსტი გამოსაცემად მოამზადა დეკანოზმა ირაკლი ახალაძემ. წინათქმა, სქოლიოები და ბერძნული ტექსტი დაურთო ედიშერ ჭელიძემ. ლიტურგიკის ნაწილში იბეჭდება დეკანოზ ბიძინა გუნიას ნაშრომი: «კითხვა-მიგებანი ლიტურგიკულ საკითხებზე.» ჰომილეტიკიდან წარმოდგენილია ლელა ხაჩიძის გამოკვლევა: წმ. გრიგოლ ნოსელის ქადაგება სტეფანე პირველმოწამის შესახებ და მისი სტეფანე სანანოისძისეული თარგმანი. «დოგმატიკის რუბრიკაში» იბეჭდება დავით ბრეგვაძის წერილი : წმინდა ლეონ დიდის «ტომოსის»ძველი ქართული თარგმანი. პოლემიკური ღვთისმეტყყველების ნაწილი წარმოდგენილია ედიშერ ჭელიძის გამოკვლევით: როგორი კაცობრივი სხეული მიიღო მაცხოვარმა — ადამის დაცემამდელი (ცოდვამდელი) თუ დაცემის (ცოდვის) შემდგომი? ნაშრომს ერთვის ორი დანართი: 1. დამატებითი წყაროები მაცხოვრის კაცობრივი სხეულის თვისობრივ ნიშნეულობათა შესახებ; და 2. წმ. მაქსიმე აღმსარებლის სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების ვნებულებითი თვისების შესახებ.

    «საეკლესიო ფილოლოგიის» რუბრიკაში იბეჭდება მღვდელ იოსებ გელუკაშვილის გამოკვლევა: წმ. ეფრემ მცირის ერთი უცნობი კოლოფონის შესახებ.

    საეკლესიო ჰეორტოლოგიიდან წარმოდგენილია კახა შჩერბაკოვის წერილი: წმ. გიორგის 10 ნოემბრის (ახ.სტ. 23 ) დღესასწაულის სახელწოდებისა და ისტორიისათვის. დაბოლოს, ლიტურგიკული ღვთისმეტყველების ნაწილში იბეჭდება მღვდელ ლონგინოზ სუარიშვილის ნაშრომი: ევქარისტიული ცთომილებანი ლათინთა და სომეხთა ეკლესიებში.

    ტომის რედაქტორია ედიშერ ჭელიძე, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, ხოლო რეცენზენტი — ანა ჭუმბურიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

    Вторник Июль 4th, 2017

    0 - комментарии к теме "საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა მეშვიდე ტომი"

    Оставить сообщение

    Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *

    Можно использовать следующие HTML-теги и атрибуты: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>